ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

გალერეა

« 1 ... 3 4 5 6 7 ... 47 »
17/ივლისი/2017
9 სურათი
პორტოს უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პორტოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ადრიანო ა. ბორდალომ წაიკითხა ლექციები წყლის ხარისხზე და დაავადებათა პრევენციაზე, იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების ეპიდემიოლოგიაზე, ჯანმრთელობის უფლებასა და უსაფრთხო გარემოს საკითხებზე. პროფესორი ადრიანო ა. ბორდალო თსუ-ში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფობოდა. ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ადრიანო ა. ბორდალო შეხვდა მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებს. შეხვედრისას დაისახა თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები უახლოეს მომავალში როგორც აკადემიურ, ისე სამეცნიერო სფეროში.  
 

ნახვა »
15/ივლისი/2017
18 სურათი
საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დღე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დღე სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა. საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი სამეცნიერო კონფერენციას „საერთაშორისო სისხლის სამართლის აქტუალური თეორიული და პრაქტიკული საკითხები“ ყოველწლიურად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების „რომის სტატუტის“ ხელმოსაწერად გახსნის დღესთან (17 ივლისი) დაკავშირებით უკვე მეხუთედ მართავს.კონფერენცია საერთაშორისო სისხლის სამართლისა და მომიჯნავე დარგების აქტუალურ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს ეხებოდა და მასში თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის ოცამდე სტუდენტი და მკვლევარი მონაწილეობდა. კონფერენციის დასასრულს, ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.



ნახვა »
12/ივლისი/2017
12 სურათი
„ჩემი აფრიკული შთაბეჭდილებები: ენობრივი, კულტურული, პიროვნული“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ მარგალიტაძე დამსწრეთა წინაშე მოხსენებით: „ჩემი აფრიკული შთაბეჭდილებები: ენობრივი, კულტურული, პიროვნული“ წარდგა. თინათინ მარგალიტაძე მივლინებით იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აფრილექსის, აფრიკის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მიწვევით და მონაწილეობა მიიღო აფრილექსის 22-ე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში. მომხსენებელმა მსმენელებს გააცნო სამეცნიერო ანგარიში ჩატარებული კონფერენციის შესახებ და გაუზიარა თავისი შთაბეჭდილებები ქვეყნის შესახებ.
ნახვა »
12/ივლისი/2017
34 სურათი
ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ დიპლომების გადაცემის ცერემონია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ კურსდამთავრებულებს ფრანგული ეროვნული დიპლომები (უნივერსიტეტი პარიზი 8) გადაეცათ. ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“  საქართველოში 2002 წლიდან, თსუ-ში კი 2009 წლიდან მოქმედებს და 15 წლის განმავლობაში 100-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. სწავლის განმავლობაში სტუდენტები მინიმუმ ერთი სემესტრი უნივერსიტეტ პარიზი 8-ში სწავლობენ. კურსდამთავრებულთა 40-მა პროცენტმა მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა საფრანგეთსა და სხვა ფრანკოფონულ ქვეყანაში გააგრძელა. პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საფრანგეთის განათლების ეროვნული სამინისტროს მიერ, ფრანგული ენის გაღრმავებული სწავლების პირობით. სტუდენტებს ლექციებს ქართველ და ფრანგ ლექტორთა შერეული ჯგუფი უკითხავს.



ნახვა »
11/ივლისი/2017
10 სურათი
სტუდენტთა მესამე საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტთა III სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში იმუშავა სექციებმა: ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია და სოციალური მუშაობა, ინტერდისციპლინური კვლევები. კონფერენციაში გამარჯვებულ და მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ნახვა »
10/ივლისი/2017
9 სურათი
"სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტურიზმის მდგრადი განვითარების საკითხები"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს CaucasusT პროექტის („ტურიზმის მდგრადი განვითარება კავკასიაში:თანამშრომლობა რეგიონულ ტრანსდისციპლინურ კვლევაში") ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო სტუმრობდა. შეხვედრაზე ელჩმა გაიცნო პროექტის მონაწილეები და  გამოთქვა მზაობა პროექტის მხარდაჭერისათვის. CaucasusT პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სამეცნიერო ფონდის მიერ (OEAD) “ეფიერის” პროექტის ფარგლებში.  პროექტში ჩართულია 3 პარტნიორი ქვეყანა: ავსტრია, საქართველო და სომხეთი. CaucaSusT პროექტის პარტნიორების მიზანს წარმოადგენს  ყურადღება გამახვილდეს ტურიზმის მდგრადი განვითარების გამოწვევებზე, ადგილობრივი საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობაზე. ასევე, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარებას ტრანსდისციპლინური სწავლების კუთხით.




ნახვა »
« 1 ... 3 4 5 6 7 ... 47 »