ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 65 66 67 68 69 ... 198 »
20/დეკემბერი/2018
6 სურათი
ფსიქოლოგიის ლექციათა ციკლი აბიტურიენტებისთვის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის და კარიერის დაგეგმვის ცენტრის მიერ თბილისის სხვადასხვა სკოლების უფროსკლასელებისთვის ფსიქოლოგიის ლექციათა ციკლი ჩატარდა. აბიტურიენტები გაეცნენ პროფესიის სწორად შერჩევის პრინციპებს, მოისმინეს ლექცია ფსიქოლოგის პროფესიის სირთულეების და ყოველდღიურობის შესახებ, გაეცნენ ფსიქოლოგიის დარგებს, შედეგად კი შეიქმნეს უფრო ზუსტი წარმოდგენა აღნიშნულ პროფესიაზე და უკვე შეძლებენ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას.


ნახვა »
20/დეკემბერი/2018
11 სურათი
სამეცნიერო კონფერენცია - "ისრაელი 70 წლის"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია - "ისრაელი 70 წლის" გაიმართა. კონფერენციაზე წაიკითხეს მოხსენებები: "ისრაელი - 70, ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და მოკლე ისტორიული მიმოხილვა"; "ქართულ-ებრაული თემის დღევანდელობა"; "ებრაული კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ძირითადი მიმართულებები"; "ისრაელის სამხედრო კონცეფცია ჟაბოტინსკიდან დღევანდლამდე".

ნახვა »
19/დეკემბერი/2018
5 სურათი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებსა და ფონდებთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივაზე ირაუბრეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშიმ შეხვედრაზე.


ნახვა »
18/დეკემბერი/2018
10 სურათი
,,უმაღლესი სამედიცინო განათლება უნივერსიტეტში - დაარსების 100 წლის ისტორია და გლობალური გამოწვევები’’
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით კონფერენცია - ,,უმაღლესი სამედიცინო განათლება უნივერსიტეტში - დაარსების 100 წლის ისტორია და გლობალური გამოწვევები’’ გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების და საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების დაწყების 100 წლისთავს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ თსუ აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, სხავადასხვა სამედიცინო სკოლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.
ნახვა »
18/დეკემბერი/2018
11 სურათი
საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმოშობასა და განვითარებაზე ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. კარლ ჰარცელი თსუ ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი, ინტერდისციპლინური სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის სტუდენტებს შეხვდა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან (იურიდიული ფაკულტეტი) ერთად. თსუ-ში მსგავსი ტიპის შეხვედრები ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელებთან 2010 წლიდან სისტემატურად იმართება.

ნახვა »
18/დეკემბერი/2018
11 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იაპონიის უნივერსიტეტს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იაპონიის ტეიკიოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ორი უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორებისა და კვლევითი ჯგუფების გაცვლას გულისხმობს. თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ტეიკიოს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა იოშიჰიტო ოკინაგამ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოში იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა ესწრებოდა.

ნახვა »
« 1 ... 65 66 67 68 69 ... 198 »