ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 64 65 66 67 68 ... 198 »
24/დეკემბერი/2018
8 სურათი
ნოდარ ნაჭყებიას საიუბილეო საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და მეცნიერის ნოდარ ნაჭყებიას 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ნოდარ ნაჭყებიას ინიციატივით თსუ-ში საფუძველი ჩაეყარა საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სამეცნიერო-პრაქტიკული მიმართულების შექმნას. 1960-70 წლებში ხელმძღვანელობდა გეოლოგიის ფაკულტეტს და გახლდათ ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე.
ნახვა »
24/დეკემბერი/2018
4 სურათი
შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩინეთის უამაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმდინარე და სამომავლო პარტნიორობის საკითხები, ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს შეხვედრაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ. შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი დინგ ჰაო და ატაშე ჩენ იუძუნი ესწრებოდნენ.
ნახვა »
23/დეკემბერი/2018
7 სურათი
საახალწლო წვეულება თსუ სტუდენტებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გრანდიოზული საახალწლო წვეულება გაიმართა. დამდეგი 2019 წელი სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, შოთა კეჟერაშვილმა მიულოცეს. წვეულებაზე ალტერნატიული როკ-ჯგუფ Loudspeakers და მუსიკალური დიჯეები GABUNIA და RATI იყვნენ წარმოდგენილი.
ნახვა »
21/დეკემბერი/2018
9 სურათი
გიორგი მელიქიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სესია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სესია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ასირიოლოგიის კათედრა, ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
ნახვა »
21/დეკემბერი/2018
12 სურათი
წიგნის - ,,საჯარო ლექციების ციკლიდან“ პრეზენტაცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციის პროექტის ფარგლებში მომზადებული წიგნის  - ,,საჯარო ლექციების ციკლიდან“ პირველი ნომრის (რედაქტორი: მაია ტორაძე, პროექტის ხელმძღვანელი: ნინო კაკულია) პრეზენტაცია. წიგნი განკუთვნილია უნივერსიტეტის სტუდენტების, საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის.





ნახვა »
21/დეკემბერი/2018
4 სურათი
Skype შეხვედრა თსუ სტუდენტურ თვითმმართველობასა და ევროპის სტუდენტთა გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის წევრს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასა და ევროპის სტუდენტთა გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის წევრ, გოჰარ ჰოვანისიანს შორის Skype შეხვედრა გაიმართა.
ნახვა »
« 1 ... 64 65 66 67 68 ... 198 »