ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 60 61 62 63 64 ... 198 »
25/იანვარი/2019
10 სურათი
დასუფთავების აქცია
ცნობილი გარემოსდამცველის, მეცნიერის, თსუ პროფესორის შოთა ადამიას 90 წლის იუბილეს მიუძღვნეს დასუფთავების აქცია თსუ სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. მდინარე ვერეს ხეობასა და ვარაზისხევში უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების ინიციატივით თსუ სტუდენტმა მიმართა რექტორს გიორგი შარვაშიძეს ფეისბუქლაივის დროს. თსუ სტუდენტების მიერ ინიცირებული დასუფთავების აქცია თსუ ადმინისტრაციის, ეკოლოგიური უსაფრთხოების ფონდისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.  


ნახვა »
25/იანვარი/2019
3 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების მიზანია, განსაზღვროს უნივერსიტეტისა და ფონდის შესაბამისი როლი და პასუხისმგებლობები საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის საქმეში; გაწიოს საკონსულტაციო მომსახურება ფონდისა და მისი კლიენტებისათვის საქართველოში ფინანსური სექტორის ჯგუფებისათვის; განახორციელოს სამთავრობო სტრუქტურებთან მიმდინარე მოლაპარაკებების კოორდინაცია.
ნახვა »
25/იანვარი/2019
8 სურათი
შოთა ადამია - 90
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოლოგია-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ შოთა ადამიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პროფესორი შოთა ადამია უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, რეგიონული გეოლოგიის და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით და სიგელით დააჯილდოვა.

ნახვა »
25/იანვარი/2019
8 სურათი
შშმ პირთა დასაქმების მხარდამჭერი სოციალური სერვისების გაუმჯობესების კვლევის შედეგების წარდგენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მხარდამჭერი სოციალური სერვისების გაუმჯობესების კვლევის შედეგების წარდგენა. კვლევა ჩატარდა თსუ-ში არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.


ნახვა »
22/იანვარი/2019
3 სურათი
სტუდენტური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“ - მემორანდუმი
სტუდენტური კინოდაჯილდოების „ოქროს რტოს“ განსახორციელებლად თანამშრომლობის მემორანდუმს ხუთი უმაღლესი სასწავლებლის რექტორებმა მოაწერეს ხელი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ხელს შეუწყობენ სახელოვნებო განათლების განვითარებასა და კულტურულ-საგანმანათლებლო ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
ნახვა »
22/იანვარი/2019
12 სურათი
დათო მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია „93-ე აუდიტორიაში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღდგენილი ლიტერატურული წრის „93-ე აუდიტორიის“ პირველ შეკრებაზე პოეტ დათო მაღრაძის წიგნის „უსადაუროდ“ პრეზენტაცია გაიმართა. თსუ სტუდენტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დათო მაღრაძემ  ახალგამოცემული წიგნიდან ლექსები წაიკითხა, უპასუხა შეკითხვებს, ისაუბრა სტუდენტობის დროს 93-ე აუდიტორიაში გატარებულ წლებზე.     
  
ნახვა »
« 1 ... 60 61 62 63 64 ... 198 »