ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 62 63 64 65 66 ... 198 »
9/იანვარი/2019
11 სურათი
„ვისწავლოთ ჩვენი უფლებები როლური თამაშებით“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინოვაციურ - პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის (IPEC) ერთობლივი პროექტის „ვისწავლოთ ჩვენი უფლებები როლური თამაშებით“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა.

ნახვა »
28/დეკემბერი/2018
7 სურათი
საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების XIV ტომის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების XIV ტომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თედო დუნდუა, მკვლევრები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.


ნახვა »
28/დეკემბერი/2018
8 სურათი
კონკურს „პიგმალიონის" ფინალისტების დაჯილდოება
თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში გაიმართა კონკურს „პიგმალიონის" ფინალისტების დაჯილდოება. კონკურსი ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის მთავარი მიზანი იყო ანტიკური კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაცია, სტუდენტებისათვის ბერძნულ-რომაული თარგმანების განცობა და ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება.
ნახვა »
27/დეკემბერი/2018
8 სურათი
ანსამბლ „უნივერსიტეტის“ კონცერტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანსამბლ „უნივერსიტეტის“ კონცერტი გაიმართა. ანსამბლი 2011 წელს შეიქმნა. თსუ-ში დღეს უკვე მეოთხე თაობა მოღვაწეობს, რომლის შემადგენლობაში შვიდი გოგონა და ორი ვაჟია. კონცერტზე „უნივერსიტეტის“ ყველა თაობის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. შესრულდა ყველა კუთხის ქართული სიმღერები.
ნახვა »
27/დეკემბერი/2018
10 სურათი
ალექსანდრე ჯანელიძისა და ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის აუდიტორიების გახსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიური დარგის ფუძემდებლების, აკადემიკოსების ალექსანდრე ჯანელიძისა და ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის აუდიტორიები გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, გეოლოგიური საზოგადოების წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.
ნახვა »
26/დეკემბერი/2018
10 სურათი
საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან
ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 სტუდენტი  ევროპის 15 ქვეყნის 35 სხვადასხვა უნივერსიტეტში ისწავლის. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტებთან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო და სტუდენტების კითხვები ძირითადად უნივერსიტეტებში გამგზავრებასთან დაკავშირებულ პროცედურებს უკავშირდებოდა.
ნახვა »
« 1 ... 62 63 64 65 66 ... 198 »