ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 59 60 61 62 63 ... 198 »
4/თებერვალი/2019
12 სურათი
ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული ჩემპიონატი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ორგანიზებით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრსა (ICMPD) და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა.
ნახვა »
1/თებერვალი/2019
6 სურათი
"აკადემიური კეთილსინდისიერება, ხარისხიანი სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეში აკადემიური წერის სასწავლო კურსის განხორციელებაში ჩართულ აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გაიმართა. თსუ 13 ქართულ და 4 ევროპულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში 2018 წლიდან ჩართულია ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტში "აკადემიური კეთილსინდისიერება, ხარისხიანი სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში". პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტური სერვისების განვითარებას; აკადემიური კეთილსინდისიერიების პრინციპების დაცვით ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების გაცნობას, გაზიარებას.   
ნახვა »
31/იანვარი/2019
10 სურათი
საჯარო ლექცია - "ადამიანების იძულებით გაუჩინარების პრაქტიკის აღმოფხვრა მსოფლიოში"
თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა უმასპინძლა ჯერემი სარკინს სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტიდან, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - "იძულებით გაუჩინარების პრაქტიკის აღმოფხვრა მსოფლიოში". ლექციას დაესწრნენ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები, ასევე საერთაშორისო სამართლის პროფესორები.

ნახვა »
30/იანვარი/2019
10 სურათი
„გარემოს დაცვის სამართალი“ - პრეზენტაცია
თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის კობა ყალიჩავას წიგნის „გარემოს დაცვის სამართალი“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: გარემოს დაცვის სამართლის ევროპეიზაცია, გარემოს დაცვის ევროპული სამართალი, გარემოს დაცვის კონსტიტუციური სამართალი, გარემოს დაცვის ევროპული სამართალი, გარემოს დაცვის სამართლის პრინციპები, გარემოს დაცვის ჰორიზონტალური კანონმდებლობა. ღონისძიების ორგანიზატორია თსუ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი.
ნახვა »
29/იანვარი/2019
5 სურათი
„ბიბლიოთეკა კონფლიქტისპირა სოფლებს“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს. პროექტის - „ბიბლიოთეკა კონფლიქტისპირა სოფლებს“ ფარგლებში სტუდენტებმა ავლევის სკოლის მოსწავლეებს თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები, საუნივერსიტეტო მაღაზიის „სკრიპტა მანენტის“ მიერ ორგანიზებული აქციის დროს მოგროვებული წიგნები ჩაუტანეს.



ნახვა »
26/იანვარი/2019
18 სურათი
საერთაშორისო სამართლის უქმეები თსუ-ში
თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა საქართველოში საერთაშორისო სამართლის უქმეების (International Law Weekend) ჩატარებას ჩაუყარა საფუძველი. ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო სამართლის სწავლებასა და კვლევასთან დაკავშირებული მრავალი აქტივობა გაიმართა პროფესორ-მასწავლებლების, თსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლების, სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით. საერთაშორისო სამართლის უქმეების ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ჟურნალის მორიგი ნომრის წარდგენაც მოხდა.

ნახვა »
« 1 ... 59 60 61 62 63 ... 198 »