ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 58 59 60 61 62 ... 198 »
8/თებერვალი/2019
13 სურათი
„RettuLIT2“ - პრეზენტაცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კრებულის „RettuLIT2“ პრეზენტაცია გაიმართა, რითაც დასრულდა მეასე საიუბილეო წელი და უნივერსიტეტი 101 წლის იუბილეს ახალი მიზნებითა და გამოწვევებით შეხვდა. ლიტერატურულ კრებულში სხვადასხვა თაობის 17-მა ქართველმა მწერალმა სიტყვების ძალით მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, პირად ნივთებში კი, სულხან საბა ორბელიანის ნაქონი ატლასის ფრაგმენტები გაიყოლა. სწორედ ისტორიული გეოგრაფიული ატლასი სულხან-საბა ორბელიანის მინაწერებით გახდა მწერლების ინსპირაციის წყარო. ავტორები უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ასევე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ გამარჯვებულები არიან.
ნახვა »
8/თებერვალი/2019
15 სურათი
თსუ - 101
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 101 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიებები სამეცნიერო სემინარით „როგორ შეიძლება ძველი ქალაქი ჭკვიან ქალაქად იქცეს?“ გაიხსნა. სემინარის მიზანია ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით კულტურული ტურიზმის განვითარება,  ისტორიული ქალაქების რეკვალიფიკაცია, ისტორიული ურბანული ლანდშაფტის მართვა, ძველი ისტორიული ქალაქების თანამედროვე  ქალაქად წარმოჩენა და სხვადასხვა დარგის ქართველ და იტალიელ მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარება.
ნახვა »
7/თებერვალი/2019
4 სურათი
ტრენინგი - „როგორ დავწეროთ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში“
თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი - „როგორ დავწეროთ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში“. ტრენინგში მონაწილეობდნენ თსუ ფაკულტეტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები. ასევე, იმ პროგრამის ხელმძღვანელები, რომლებსაც დაწესებულება უახლოეს მომავალში წარადგენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სააკრედიტაციოდ. ტრენინგს ატარებდა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე.
ნახვა »
5/თებერვალი/2019
13 სურათი
შეხვედრა ტარიელ ხარხელაურთან 93-ე აუდიტორიაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, სტუმრები ესწრებოდნენ. ტარიელ ხარხელაურმა წაიკითხა ლექსები, მოიგონა უნივერსიტეტსა და ლიტერატურულ წრეში გატარებული წლები. შეხვედრაზე საკუთარი ლექსები წაიკითხეს თსუ სტუდენტებმა, ახალგაზრდა პოეტებმა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ სტუდენტური თვითმმართველობა და ლიტერატურული წრე „93-ე აუდიტორია“. 




ნახვა »
5/თებერვალი/2019
8 სურათი
წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დაჯილდოება თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გოჩა ჯაფარიძე და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის მედლით, ხოლო პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით (მედალი და დიპლომი) დააჯილდოვეს.
ნახვა »
5/თებერვალი/2019
9 სურათი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თსუ პროფესორებს შეხვდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან და უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ. შეხვედრა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გახსნა. ფონდის გენერალურმა დირექტორმა სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო ის ახალი პროექტები და ინიციატივები, რომლის განხორციელება 2019 წლისთვის იგეგმება.
ნახვა »
« 1 ... 58 59 60 61 62 ... 198 »