ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 61 62 63 64 65 ... 198 »
21/იანვარი/2019
9 სურათი
წლის საუკეთესო მიღწევები თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
წლის საუკეთესო მიღწევები იყო წარმოდგენილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. ღონისძიება სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების მიერ 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობების წარმოსაჩენად, განათლების სამინისტროს გაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ურთიერთდაკავშირებისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით გაიმართა.



ნახვა »
16/იანვარი/2019
4 სურათი
საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმდინარე და სამომავლო პარტნიორობის საკითხები განიხილეს შეხვედრაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პასკალ მენიემ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობებს.
ნახვა »
15/იანვარი/2019
4 სურათი
პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პოლონეთის პომერანიის უნივერსიტეტისა და პომორსკას აკადემიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლონეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ ისაუბრეს.
ნახვა »
14/იანვარი/2019
3 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ბიზნესის, ტურიზმის, ეკონომიკის, მედიცინისა და ჯანდაცვის, სამართალმცოდნეობის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, მედიისა და ტექნოლოგიების, ასევე განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და სიახლეების ტრანსფერს, როგორც საგანმანათლებლო, ისე საექსპერტო საკითხებზე.
ნახვა »
11/იანვარი/2019
3 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ევროპულ ბიზნეს ასოციაცია საქართველოს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპულ ბიზნეს ასოციაცია საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები ხელს შეუწყობენ ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში ახალი თაობის პროფესიონალი კადრების აღზრდას, საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფას, პრაქტიკის ბაზის გაუმჯოობესებას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ლიტერატურის შექმნას, საჯარო ლექციების, სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციების და სხვა ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას, კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას. 

ნახვა »
10/იანვარი/2019
8 სურათი
„ბერიტაშვილის კითხვანი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით გამოჩენილი ქართველი ფიზიოლოგის, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 134 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა „ბერიტაშვილის კითხვანი“ გაიმართა.

ნახვა »
« 1 ... 61 62 63 64 65 ... 198 »