ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 57 58 59 60 61 ... 198 »
18/თებერვალი/2019
8 სურათი
"თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის" გახსნა
თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში "თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი" გაიხსნა. ცენტრის სივრცეებში ფართო სპექტრის ტრენინგები, ლექციები და სემინარები გაიმართება, როგორც ქართველი, ასევე ფრანგი სპეციალისტების მონაწილეობით ქართულ, ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე. „თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის“ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს AUF, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტია. ის თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე ფუნქციონირებს.



ნახვა »
15/თებერვალი/2019
8 სურათი
მეშვიდე საფაკულტეტო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პლენარული სესია გაიხსნა. ღონისძიებაზე „მეშვიდე საფაკულტეტო კონფერენციის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში“ გამარჯვებული 8 სტუდენტი სერტიფიკატითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდა.
ნახვა »
15/თებერვალი/2019
9 სურათი
თსუ დესპანი 2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე „თსუ დესპანი 2019“-ის პროექტში ჩართულ 250-მდე სტუდენტს შეხვდა. თსუ რექტორმა გასული წლის 2 საუკეთესო დესპანი, თსუ სტუდენტები მარიამ მოდებაძე და ჯივან მკრტიჩიანი დააჯილდოვა. „თსუ დესპანი" საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის მიზანია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.



ნახვა »
14/თებერვალი/2019
8 სურათი
საჯარო ლექცია - „ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები.“ ღონისძიება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო ლექციათა ციკლის - „სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია: საქართველო ფოკუსში“ ფარგლებში გაიმართა.
ნახვა »
12/თებერვალი/2019
11 სურათი
მზექალა შანიძის საჯარო ლექცია
„ქართული ხელნაწერები - ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“ - თსუ ემერიტუსმა პროფესორმა მზექალა შანიძემ „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. „წლის პირველი საჯარო ლექცია“ თსუ-ში ყოველწლიურად ტარდება. პირველი საჯარო ლექცია პირველად 101 წლის წინ, 1918 წლის 12 თებერვალს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“ (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში).




ნახვა »
11/თებერვალი/2019
6 სურათი
საჯარო ლექცია: ,,გამოქვაბულიდან კრიპტო სამყარომდე - ჩვენი საოცარი მოგზაურობა“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ,,გამოქვაბულიდან  კრიპტო სამყარომდე - ჩვენი საოცარი მოგზაურობა“. ლექცია წაიკითხა დავი რუდტიმ, ცნობილმა ეკონომისტმა სამხრეთ აფრიკიდან, ,,Effective Group’’-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა.
ნახვა »
« 1 ... 57 58 59 60 61 ... 198 »