ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 56 57 58 59 60 ... 198 »
27/თებერვალი/2019
10 სურათი
,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა”
საქართველოში სამეცნიერო კვლევის მენეჯმენტის ერთიანი სისტემა შეიქმნება, რომელშიც თსუ სხვა უნივერსიტეტებთან ერთად ჩაერთვება. ქართველი მეცნიერ-მკვლევრების მიერ შესრულებული კვლევები ხელმისაწვდომი გახდება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამის ჰორიზონტი 2020-ისა და სხვა საერთაშორისო ფონდებისთვის. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ KA2 პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტ HERD-ის ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” პირველი სამუშაო შეხვედრა თსუ-ში გაიმართა.

ნახვა »
26/თებერვალი/2019
12 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია ნეიტრინოების ფიზიკასა და ასტროფიზიკაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10-ზე მეტი ქვეყნის 100-მდე მეცნიერი შეიკრიბა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე უნიკალური ნეიტრინული დეტექტორის შექმნაზე მუშაობენ. თსუ არის იმ 15 ქვეყნის სამეცნიერო კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებს შორის, რომლებიც KM3NeT ექსპერიმენტში არიან ჩართული. ექსპერიმენტი ზღვის და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში კვლევების ჩატარებას გულისხმობს. ამასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ნეიტრინოების ფიზიკასა და ასტროფიზიკაში საერთაშორისო კონფერენციის დანიშნულებაა კვლევები ზღვის და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში.








ნახვა »
25/თებერვალი/2019
5 სურათი
მრგვალი მაგიდა - საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციას. ღონისძიებაზე განხილული იყო საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობა, ამ პროცესის გამოწვევები და პერსპექტივები, აგრეთვე დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები.

ნახვა »
22/თებერვალი/2019
14 სურათი
თბილისის მე-8 საერთაშორისო ფრი-მუთი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის მე-8 საერთაშორისო ფრი-მუთი გაიმართა. Willem C. Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში. სამდღიანი ღონისძიება 22 თებერვალს გახსნითი ცერემონიით და მცირე კონფერენციით დაიწყო. კონფერენციის თემატიკა მიმდინარე წლის შეჯიბრის აქტუალურ საკითხებს შეეხო. 23-24 თებერვალს გაიმართა ზეპირი რაუნდები, სადაც არბიტრებად მოწვეულნი იყვნენ არბიტრაჟის სფეროში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, იურიდიული ფირმების პარტნიორები და პრაქტიკოსი იურისტები.


ნახვა »
22/თებერვალი/2019
9 სურათი
ტრენინგი - „როგორ დავწეროთ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი - „როგორ დავწეროთ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგები“. ტრენინგს ესწრებოდნენ საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები და დაინტერესებული პირები ფაკულტეტებიდან. ტრენინგს ატარებდა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე და სასექსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი წურწუმია.
ნახვა »
19/თებერვალი/2019
8 სურათი
მრგვალი მაგიდა - “ანთროპოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ანთროპოლოგთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე - “ანთროპოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”. ღონისძიებაზე მონაწილეებმა დარგის განვითარების მდგომარეობისა და პრესპექტივების შესახებ ისაუბრეს.
ნახვა »
« 1 ... 56 57 58 59 60 ... 198 »