ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

გალერეა

« 1 2 3 4 5 6 ... 100 »
15/მაისი/2018
13 სურათი
დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დღეები თსუ-ში
თსუ-ში დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის კვირეული გაიხსნა. კვირეული თსუ 100 წლისთავს და დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტის (ამჟამად ინსტიტუტის) დაარსების 70-ე წლისთავს ეძღვნება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საიუბილეო სხდომა, ჩატარდა საჯარო ლექციები, უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა ინსტიტუტის უხუცესი წევრი დარეჯან სირია, ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმები ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებლის ერეკლე ტატიშვილისა და სხვა ცნობილი პიროვნებების შესახებ.


ნახვა »
15/მაისი/2018
20 სურათი
„უნივერსიტეტის თეატრი - 100“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „უნივერსიტეტის თეატრი - 100“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა წლებში დასის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, აფიშები, თეატრალური ესკიზები, ჟურნალ-გაზეთები, სიგელები, თეატრალური კოსტიუმები.    
 
ნახვა »
14/მაისი/2018
13 სურათი
თამარ ჩუგოშვილის საჯარო ლექცია "პარლამენტის როლი საჯარო მმართველობის პროცესში"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა თსუ სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია "პარლამენტის როლი საჯარო მმართველობის პროცესში".
ნახვა »
14/მაისი/2018
12 სურათი
X-XVIII საუკუნეების ბულგარულ ხელნაწერთა გამოფენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოში ბულგარეთის საელჩოს ორგანიზებით, გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო X-XVIII საუკუნეების პერიოდის ყველაზე ღირებული დეკორირებული ხელნაწერები.
ნახვა »
14/მაისი/2018
8 სურათი
სახალისო ქიმიურ ექსპერიმენტები სკოლის მოსწავლეებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ლექციათა ციკლის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უახლესი ქიმიური ხელსაწყოებით აღჭურვილ ლაბორატორიაში გამართეს ღონისძიება ექსპერიმენტულ ქიმიაში.


ნახვა »
11/მაისი/2018
7 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ევროპის აკადემიას შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ევროპის აკადემიის პრეზიდენტმა ზირდ კლოტინკმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, თსუ-ში გაიხსნება ევროპის აკადემიის რეგიონული ჰაბი, რომლის მიზანია კავკასიის რეგიონში მეცნიერებისა და კვლევის განვითარების ხელშეწყობა.

ნახვა »
« 1 2 3 4 5 6 ... 100 »