ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 55 56 57 58 59 ... 198 »
5/მარტი/2019
13 სურათი
სახელმწიფო ენის პროგრამის პროექტის განხილვა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის პროგრამის პროექტის განხილვა დაიწყო. სახელმწიფო ენის პროექტი ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას, ნორმალიზაციასა და სტანდარტიზაციას, ასევე ქართულ ენასთან ერთად აფხაზური ენის, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენების დაცვას გულისხმობს. სახელმწიფო ენის პროგრამამ უნდა შექმნას ყველა პირობა ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და ხელი შეუწყოს საქართველოს ენობრივ უმცირესობებს საკუთარი ენის შესწავლასა და განვითარებაში.

ნახვა »
4/მარტი/2019
12 სურათი
უნიკალური საბიბლიოთეკო ერთეულების რესტავრირებული ნიმუშების პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების ანგარიში - პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტში დაცული უნიკალური საბიბლიოთეკო ერთეულების რესტავრირებული ნიმუშები. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა განყოფილების მიერ რესტავრირებული უძველესი რარიტეტული ნაბეჭდი წიგნები მათ შორის: საღმრთო და სამღვდელო სახარება (ვახტანგ VI-ის სტამბა) 1709წ; დავითნი (ვახტანგ VI-ის სტამბა) 1709წ; საღმრთო და სამღვდელო სახარება 1818წ. და სხვ.
ნახვა »
1/მარტი/2019
15 სურათი
საერთაშორისო ფორუმი - „მიწათსარგებლობა და ურბანული დაგეგმარების პრაქტიკები ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ქალაქებში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის საქარველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო ფორუმი - „მიწათსარგებლობა და ურბანული დაგეგმარების პრაქტიკები ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ქალაქებში“ გაიმართა. ფორუმი ინტერდისციპლინური სამეცნიერო ღონისძიებაა. მისი მიზანია სადისკუსიო პლატფორმის შექმნა აკადემიური წრეების, პრაქტიკოსი ურბანისტებისა და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის. 





ნახვა »
28/თებერვალი/2019
6 სურათი
უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება - ხედვები და გეგმები
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა და თსუ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით მუშაობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნო. შეხვედრას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.


ნახვა »
28/თებერვალი/2019
7 სურათი
ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2019
თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით "ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2019" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 30-მა ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა მიიღო. მათ 8 დღის განმავლობაში ქართველოლოგიური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებით ლექციები და ვორქშოპები ჩაუტარდათ. გამორჩეული ნაშრომების ავტორები „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციამ“ ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით დააჯილდოვა.

ნახვა »
28/თებერვალი/2019
8 სურათი
სახელმძღვანელოს - „მაგმური ქანების პეტროლოგია კრისტალოოპტიკის საფუძვლებით“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ბეჟან თუთბერიძის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს „მაგმური ქანების პეტროლოგია კრისტალოოპტიკის საფუძვლებით“ პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელოს შინაარსი და სტრუქტურა შეესაბამება პეტროლოგიის კურსის სილაბუსს და განკუთვნილია უნივერსიტეტების გეოლოგიური სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის; მას გამოიყენებენ გეოლოგიისა და გეოფიზიკის დარგის მაგისტრანტები, დოქტორანტები და პრაქტიკოს-გეოლოგები.

ნახვა »
« 1 ... 55 56 57 58 59 ... 198 »