ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 54 55 56 57 58 ... 198 »
12/მარტი/2019
9 სურათი
სამეცნიერო კონფერენცია - "საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება - 100"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა გამართა სამეცნიერო კონფერენცია - "საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება - 100", რომელიც მიეძღვნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლის იუბილეს.
ნახვა »
10/მარტი/2019
7 სურათი
ტრენინგი - „იმიტირებული სახელმწიფო მმართველობა“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინოვაციურ - პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთათვის ტრენინგი - „იმიტირებული სახელმწიფო მმართველობა“ ჩატარდა. პროექტში მონაწილეობდა 200-მდე მოსწავლე თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან. მონაწილეეებმა როლური თამაშების სახით განასახიერეს სახელმწიფო მმართველობის პროცედურები. ტრენინგს უძღვებოდნენ კონსტიტუციონალისტები, თსუ-ის პროფესორები: ვასილ გონაშვილი, გია გოგიბერიძე, ზურაბ მაჭარაძე.

ნახვა »
7/მარტი/2019
12 სურათი
სტუდენტთა ესეების კონკურსის „დამფუძნებელი კრება - 100“ გამარჯვებულები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ესეების კონკურსის „დამფუძნებელი კრება - 100“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ერთ-ერთი გამარჯვებულის ირმა ჭანტურიას ნაშრომი დამფუძნებელი კრების საქმიანობაში ქალთა ჩართულობას ეხებოდა, მეორე გამარჯვებულის, გიორგი ჯავახიშვილის ნამუშევარი კი სოციალისტ-ფედერალისტების პარტიას და მათ საარჩევნო პროგრამას. გამარჯვებულები თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დააჯილდოვა.

ნახვა »
7/მარტი/2019
12 სურათი
„მე ვირჩევ ჩემს მომავალს“
ნარკოტიკების მოხმარების შემცირების პროგრამის „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ ფარგლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს იულსონი და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თსუ  სტუდენტებს შეხვდნენ. პროგრამის მიზანია სკოლის მოსწავლეების, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და, ზოგადად, ახალგაზრდობის ინფორმირება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მავნებლობის შესახებ.



ნახვა »
6/მარტი/2019
12 სურათი
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება - 100“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების გახსნის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჯარო ლექციები: „ქართული პარლამენტარიზმის ისტორია“, „პირველი ქალი კანონმდებლები საქართველოში“ და „ევროპელი ლიდერები (სოციალისტები) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ გაიმართა. ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მარინა ლომოური შეხვდნენ. ლექციები წაიკითხეს თსუ პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა ბონდო კუპატაძემ, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორანტმა სალომე ჭანტურიძემ და ისტორიის დოქტორანტმა ირაკლი ირემაძემ.
ნახვა »
6/მარტი/2019
9 სურათი
„მათემატიკა, ინფორმატიკა და მათი გამოყენებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის - „მათემატიკა, ინფორმატიკა და მათი გამოყენებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მიმდინარე წელს გამოსცა გამომცემლობა Springer-მა სერიით Springer Proceedings in Mathematics and Statistics. წიგნი გამოიცა თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლების გიორგი ჯაიანის და დავით ნატროშვილის რედაქტორობით.

ნახვა »
« 1 ... 54 55 56 57 58 ... 198 »