ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 53 54 55 56 57 ... 198 »
18/მარტი/2019
7 სურათი
უცხოელი სტუდენტები თსუ-ში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრში,  ევროკავშირის პროგრამის  ფარგლებში ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ერთ სემესტრს თსუ-ში გაატარებენ. ERASMUS + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 25 უცხოელი სტუდენტი ისწავლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. 
ნახვა »
15/მარტი/2019
7 სურათი
კონფერენცია - „მოხალისეობა, სამოქალაქო ჩართულობა და ახალგაზრდები საქართველოში”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მოხალისეთა მეხუთე ეროვნული კონფერენცია - „მოხალისეობა, სამოქალაქო ჩართულობა და ახალგაზრდები საქართველოში” გაიმართა. კონფერენციის თემატიკა იყო: მოხალისეობის საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილება, მოხალისეობის შესახებ სტრატეგიული ხედვის შემუშავების მნიშვნელობა, მოხალისეობა და სამოქალაქო განათლება, არსებული მოხალისეობრივი პროგრამები, გამოწვევები და მიღწევები მოხალისეობის სფეროში.


ნახვა »
15/მარტი/2019
6 სურათი
პროფესორ იროდიონ სურგულაძისადმი მიძღვნილი კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით პროფესორ იროდიონ სურგულაძისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სტუდენტური ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

ნახვა »
15/მარტი/2019
9 სურათი
კრებულის - "ამერიკის შეწავლის საკითხები" პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის კრებულის - „ამერიკის შესწავლის საკითხების“ მე-7 ტომის პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში გაერთიანებულია ქართველი და ამერიკელი ავტორების სტატიები, მიძღვნილი ამერიკისმცოდნეობის სხვადასხვა საკითხისადმი.
ნახვა »
15/მარტი/2019
7 სურათი
ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლა“
დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის ერთობლივი პროექტი; „ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლა“.
 პირველ დღეს მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია: მარსზე დასახლების პერსპექტივები (პროფესორი ლევი გეონჯიანი, საგანი: ჩვენი სამყარი), განიხილეს ბავშვისა და მასწავლებლის უფლებები (პროფესორი ვასილ გონაშვილი, საგანი: ჩვენი უფლებები) და ფიზიკის ლაბორატორიაში ჩაატარეს ცდები (პროფესორი იურა პაპავა).
ნახვა »
12/მარტი/2019
6 სურათი
თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ტრენინგი მეწარმეობის შესახებ
პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისათვის“ ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის მეწარმეობის შესახებ ტრენინგი დაიწყო. ტრენინგს, რომელიც თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მიერ მოპოვებული დაფინანსებით 5 დღის განმავლობაში ჩატარდება, ესექსის უნივერსიტეტისა და “Change School”-ის წარმომადგენლები გაუძღვებიან.
ნახვა »
« 1 ... 53 54 55 56 57 ... 198 »