ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 49 50 51 52 53 ... 198 »
12/აპრილი/2019
15 სურათი
ეთნოლოგიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით ეთნოლოგიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა, რომელიც გამოფენასა და სამეცნიერო სესიას მოიცავდა.



ნახვა »
10/აპრილი/2019
6 სურათი
მემორანდუმი თსუ-სა და პორტალ "ლინგვინგს" შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ ქართულ პორტალ „ლინგვინგზე“ შეღავათიან ფასად შეისწავლონ უცხო ენები.  თსუ სტუდენტებისგან შემდგარმა 50 კაციანმა საპილოტე ჯგუფმა პორტალ „ლინგვინგზე“ (lingwing.com)  უკვე გაიარა უცხო ენების ერთი კურსი, მეორე კურსისთვისაც შეირჩევა 10 სტუდენტი, რომელიც, ასევე უფასოდ, შეისწავლის „ლინგვინგის“ მიერ შემოთავაზებული 6 უცხო ენიდან ნებისმიერს. ამ შესაძლებლობას სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „ლინგველს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი აძლევს.  მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და „ლინგვინგელის“ დირექტორმა ვახტანგ ველიაშვილმა მოაწერეს.
ნახვა »
10/აპრილი/2019
15 სურათი
კონფერენცია "ზვიად გამსახურდია-80"
10 აპრილს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ნახვა »
8/აპრილი/2019
9 სურათი
ზვიად გამსახურდია - 80
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, საარქივო მასალები, ხელნაწერები, წიგნები, თარგმანები, სამეცნიერო სტატიები და სხვა დოკუმენტები გამოიფინა, რომელთა უდიდეს ნაწილს ფართო საზოგადოებამ პირველად იხილა. 
ნახვა »
4/აპრილი/2019
10 სურათი
საბავშვო უნივერსიტეტის საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში დაიწყო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ საინტერესო ინფორმაციის მიღება არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ მის გარეთაც, სხვადასხვა ქალაქებსა თუ რეგიონებშიც არის  შესაძლებელი. 
თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის სტრუქტურულმა ერთეულმა, საბავშვო უნივერსიტეტმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მარნეულიდან დაიწყო. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მარნეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებს თსუ-ში  არსებული სასწავლო პროცესის, ასევე, კულტურული და სპორტული აქტივობების შესახებ  მიაწოდეს ინფორმაცია და მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს.
მსგავსი საინფორმაციო  შეხვედრები სისტემატურად ჩატარდება.  საბავშვო უნივერსიტეტი  შეხვედრებს ტრადიციულად მთელი  საქართველოს მასშტაბით გამართავს.

ნახვა »
4/აპრილი/2019
9 სურათი
კონფერენცია "გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც რომელიც „მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენციის „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“ ფარგლებში გაიმართა.  
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და კვლევითი ცენტრებში მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა, აგრეთვე, ქართული სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებმა. 
კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს თანამედროვე ბიოტექნოლოგიის პრაქტიკულ ასპექტებსა და პერსპექტივებზე. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სტუდენტური სესია, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებმა  წარმოადგინეს სასტენდო მოხსენებები.  კონფერენცია, რომელიც 5 აპრილამდე გაგრძელდება, თსუ-ს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.   
ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციები გახლდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია.  



ნახვა »
« 1 ... 49 50 51 52 53 ... 198 »