ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 50 51 52 53 54 ... 198 »
4/აპრილი/2019
4 სურათი
თსუ რექტორის შეხვედრა უნივერსიტეტ რენი 1-ის ვიცე-რექტორთან
ფრანგულ უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამების განხორციელებაზე ისაუბრეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და უნივერსიტეტი რენი 1-ის ვიცე-რექტორმა პიერ ვან დე ვეგემ. მოლაპარაკებები ხორციელდება ფრანგულ-ქართული საუნივერსიტეტო ჩარჩოს ეგიდით, რომლის ინიციატორი იყო საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა და რომელსაც საქართველოში წარმოადგენს საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო. თსუ რექტორისა და უნივერსიტეტი რენი 1-ის ვიცე-რექტორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივი ხარისხის მიმნიჭებელ სამაგისტრო პროგრამებს, რომელზეც სწავლა ინგლისურ ენაზე განხორციელდება. ერთობლივ პროგრამებზე სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება. 
საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში, 5-6 აპრილს, საქართველოში  საფრანგეთის საელჩო აწყობს სპეციალურ გამოფენას. გამოფენა საქართველოს მოქალაქეების საფრანგეთში სწავლების შესაძლებლობებსა და საქართველოში ფრანგულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით მოქმედ პროგრამებზე განაცხადის გაკეთების დეტალებს ეძღვნება. 

ნახვა »
3/აპრილი/2019
8 სურათი
შეხვედრა ბასკეთის დელეგაციასთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ბასკეთის (ესპანეთის სამეფო) დელეგაცია მიიღო. თსუ რექტორმა ბასკეთის საგარეო საქმეთა გენერალურ მდივანს მარიან ელორსას, გენერალური სამდივნოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორს ლეირე მადარიაგას, საზღვარგარეთ ბასკური ენისა და კულტურის გამავრცელებელი ინსტიტუტის დირექტორს ირენე ლარასა და ბასკეთის საინვესტიციო და სავაჭრო ორგანიზაციის დირექტორს იანიაკი ესკურას უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ისაუბრა ევროკავშირის პროგრამაში „ერასმუს +“ თსუ ჩართულობაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თსუ-სა და ბასკეთის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მის შემდგომ განვითარების პერსპექტივას. შეხვედრას ესწრებოდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე.

 

 

ნახვა »
3/აპრილი/2019
16 სურათი
კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კორნელის უნივერსიტეტის  (აშშ) სტუდენტების ჯგუფი ეწვია. შეხვედრას თსუ  სტუდენტებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა. 

ნახვა »
2/აპრილი/2019
8 სურათი
შეხვედრა საავტორო უფლებების სფეროში არსებულ საფრთხეზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემა საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში არსებული რუსული საფრთხე  გახლდათ. 


ნახვა »
1/აპრილი/2019
9 სურათი
სეზონური სკოლა "გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა სეზონური სკოლა, რომელიც „მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენციის „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“ ფარგლებში იმართება. 
 სეზონურ სკოლაში მონაწილეობენ საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები.
ნახვა »
1/აპრილი/2019
11 სურათი
პერსონალის მესამე საერთაშორისო კვირეული

ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალის მესამე საერთაშორისო კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში თსუ-მ გერმანიის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის 13 წამყვანი უნივერსიტეტის 23 წარმომადგენელს უმასპინძლა.

საერთაშორისო კვირეული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს მესამედ ტარდება.


ნახვა »
« 1 ... 50 51 52 53 54 ... 198 »