ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 47 48 49 50 51 ... 198 »
1/მაისი/2019
14 სურათი
კორნელი კეკელიძის 140 წლის იუბილე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ფილოლოგისა და ენათმეცნიერის კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წლის იუბილე აღინიშნა.
„კორნელი კეკელიძეს დაბადებიდან 140 წელი შეუსრულდა და მისი სახელი მართლაც იშვიათია ჩვენს მეცნიერებაში. კორნელი კეკელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლების განმავლობაში ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი იყო. იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი, რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი და უამრავი თაობის აღმზრდელი,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიხსნა. 
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნახვა »
24/აპრილი/2019
17 სურათი
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის გახსნა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა.  თბილისის რეგიონული ცენტრის დაფუძნების თაობაზე თსუ-სა და ევროპის აკადემიას შორის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ევროპის აკადემიის პრეზიდენტმა სირდ ქლოეთინგმა მოაწერეს. ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრების ქსელის ნაწილს წარმოადგენს და რიგით მეხუთეა ესპანეთის, ინგლისის, ნორვეგიისა და პოლონეთის შემდეგ.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მოადგილე ირინე აბულაძე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თსუ პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

ნახვა »
22/აპრილი/2019
8 სურათი
კორეის რესპუბლიკის საელჩოს დელეგაციის ვიზიტი უნივერსიტეტში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა კორეის რესპუბლიკის საელჩოს დელეგაცია კიმ სე ვუნგისა (საქმეთა დროებითი რწმუნებული) და ბიუნ სეუნგვუს (საელჩოს ატაშე) შემადგენლობით. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო. რექტორმა სტუმრებს გააცნო თსუ სამეცნიერო პროფილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მასშტაბი და ძირითადი მიმართულებები. სტუმრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა და ამ კუთხით დახმარება აღუთქვეს თსუ-ს. რექტორმა  აღნიშნა უნივერსიტეტმა უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები კორეის რესპუბლიკის უ.ს.დ-ებთან თანამშრომლობის დამყარების, რაც გამოიხატება ბუნასის უცხო ენების უნივერსიტეტთან მიმდინარე მოლაპარაკებებში.
ნახვა »
22/აპრილი/2019
23 სურათი
ქართული ენის კვირეულის დახურვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეული გამოფენით „ბურჯი ეროვნებისა“ დაიხურა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის  და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ.
ქართული ენის კვირეულის დასასრულს, გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის უნივერსიტეტის ჯილდო გადაეცათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ელიზაბეტ რუდს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს, უნგრელ ელეს არპადს, უცხოელ ქართველოლოგს: იაპონიის საელჩოს კულტურის ყოფილ ატაშეს, ენათმეცნიერს, ტოკიოს უცხო ენების უნივერსიტეტის პროფესორს იასუჰირო კოჯიმას; საზოგადო მოღვაწეს, მწერალ კოტე ჯანდიერს; ჟურნალისტ თამარ ცაგარეიშვილს; ღვაწლმოსილ მეცნიერს მერი ნიკოლაიშვილს; ახალგაზრდა მეცნიერებს: ნიკო ქელბაქიანს და გიორგი ჯღარკავას; მთარგმნელს ანი კოპალიანს. გამარჯვებულები უნივერსიტეტის პროფესორებისან და საზოგადო მოღვაწეებისგან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა.

ნახვა »
22/აპრილი/2019
11 სურათი
"მეცნიერების თასი-2019"


20 აპრილს გაიმართა ელექტრონული ტურნირის „მეცნიერების თასი-2019“ ფინალური ტური.  ტურნირი 
ჩა ტარდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს ინიციატივით. მასში  თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების  XI-XII  კლასის მოსწავლეები  მონაწილეობდნენ  .
დახურვის ღონისძიებაზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა  ასოც.პროფ  რამაზ ხომერიკმა და SDSU-საქართველოს დეკანის მოადგილემ დოქტორმა ნუგზარ დავითაშვილმა გამარჯვებულ გუნდებს გადასცეს SDSU-საქართველოსა და თსუ-ს მიერ დაწესებული პრიზები.  


ნახვა »
20/აპრილი/2019
16 სურათი
„გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოძრაობამ, „არა ბარბარიზმებს“  კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ გამარჯვებულ მოსწავლეთა ესეების კრებული წარადგინა. 
კონკურსი 2018 წელს ჩატარდა უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით  32 სკოლის 400-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტებმა დაწერეს თხზულება თემაზე: „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“. საკონკურსო ჟიურის სკოლებმა განსახილველად გადასცეს მათ მიერ შერჩეული 125 ესეი, რომელთაგანაც გამოვლინდა 20 გამარჯვებული მოსწავლე, რომლებსაც სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ნახვა »
« 1 ... 47 48 49 50 51 ... 198 »