ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 48 49 50 51 52 ... 198 »
19/აპრილი/2019
15 სურათი
თსუ თეატრალური დასის პრემიერა "ძალად ექიმი"
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან-ბატისტ მოლიერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის "ძალად ექიმის" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტმა და თსუ სახალხო თეატრმა "სხვენმა" წარმოადგინეს. 
 სპექტაკლმა მაყურებელთა დიდი ინტერესი და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. რეჟისორის, გიორგი გომურაშვილის თქმით "სხვენმა" საერთაშორისო ასპარეზზეც გაითქვა სახელი და მრავალი ჯილდო და დიპლომი აქვს მიღებული როგორც დასს , ისე მსახიობებს. "ჩვენი სტუდენტური დასი 20 წლის ხდება და ამ 20 წლის მანძილზე ჩვენმა სტუდენტბმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თეატრისა და საერთოდ უნივერსიტეტის კულტურულ ცხოვრებაში. დღევანდელ დადგმაში ჩვენ ვიყენებთ კომედია დელარტეს სტილსა და პლასტიკას, მათ კომიკურ სიტუაციებს. სპექტაკლი ძალიან დატვირთულია ქორეოგრაფიული ნახაზებით, რომელსაც ასევე ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი ქეთევან ოქრუაშვილი უძღვებოდა" - განაცხადა მან. 
იანვარში "სხვენმა" დადგა სპექტაკლი "მერი პოპინსი". 
რეჟისორის თქმით  ევროპაში გასტროლების დროს "სხვენი" სპექტაკლს ინგლისურ ენაზე მოამზადებს.
ნახვა »
19/აპრილი/2019
3 სურათი
იუსტინე აბულაძე
ცნობილი ირანისტის იუსტინე აბულაძის ხსოვნას პატივი მიაგეს თსუ ირანისტიკის პროფესორებმა და სტუდენტებმა. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა - ბ-ნმა ჰამიდ მოსტაფავიმ, ირანიდან მოწვეულმა სპარსული ენის პედაგოგმა, აგრეთვე, ცნობილმა აღმოსავლეთმცოდნემ - ცისანა აბულაძემ და განსვენებული მეცნიერის შთამომავლებმა თსუ პანთეონში მეცნიერის საფლავი ყვავილებით შეამკეს. 
ნახვა »
19/აპრილი/2019
11 სურათი
ფორუმი- ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების სასამართლო კონტროლი
19 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული რიგით მე-20 ფორუმი თემაზე:  ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების სასამართლო კონტროლი. 
ფორუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობა მიიღო გერმანიის  შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა კარლ-პეტერ ზომერმანმა
ნახვა »
17/აპრილი/2019
6 სურათი
მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 70 ახალგაზრდა სკოლისშემდგომი განათლების მოსამზადებელ პროგრამას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლის. მოსამზადებელი პროგრამა 17 აპრილიდან დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. 
მოსამზადებელი პროგრამის გახსნის ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსი სოსო ცოტნიაშვილი, სტუდენტები, პროფესორები, თსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 



ნახვა »
16/აპრილი/2019
12 სურათი
„ბურჯი ეროვნებისა“ - გამოფენა თსუ-ში
გვიანი შუა საუკუნეების უნიკალური ხელნაწერი - გელათის გულანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული პირველი დისერტაცია - აკაკი შანიძის „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“(1920 წ.), უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთაგან პირველი დაცული დისერტაცია - არნოლდ ჩიქობავას „მარტივი წინადადება ქართულში“, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ვარიანტები(1978 წ.), მათ შორის ის პროექტი, რომელმაც ქართული საზოგადოების საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია, უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომები, ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებული წიგნები გამოიფინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.   გამოფენა, რომლის ორგანიზატორი თსუ ბიბლიოთეკაა, ენის კვირეულის ფარგლებში გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, სტუდენტები, პროფესორები, სტუმრები ესწრებოდნენ.
ნახვა »
15/აპრილი/2019
22 სურათი
საქართველოსა და ქართული ენის მცველი
14 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ-სა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ერთობლივი გამოფენა  „საქართველოსა და ქართული ენის მცველი“ გაიხსნა. იმავე დღეს თსუ-ში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეთა, სტუდენტთა და მასწავლებელთა დაჯილდოვება გაიმართა. 
ნახვა »
« 1 ... 48 49 50 51 52 ... 198 »