ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 51 52 53 54 55 ... 198 »
1/აპრილი/2019
6 სურათი
,,ჩაიდნების ბაღი"
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართული ფილოლოგიის მე-3 კურსის სტუდენტის თამარ ბაბუციძის  პოეზიის საღამო ,,ჩაიდნების ბაღი".
ნახვა »
28/მარტი/2019
2 სურათი
მემორანდუმი თსუ-სა და აჭარის ტელევიზიას შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივბერსიტეტსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ნათია კაპანაძემ მოაწერეს. 
ხელშეკრულების მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიული მომზადებისთვის ხელის შეწყობა, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით განმტკიცება, ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტებისა და კონფერენციების ერთობლივად ორგანიზება და განხორციელება. მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, უნივერსიტეტის მიერ მიწოდებული ტელეპროდუქციის განთავსება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის  ეთერში. 

ნახვა »
28/მარტი/2019
13 სურათი
ფოტოგამოფენა "საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტები"
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჩხერის მუნიციპალიტეტის ფოტოსურათების გამოფენა მოეწყო. გამოიფინა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სტუდენტების მიერ 2018 წელს განხორციელებული სტუდენტური პროექტის ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევის“ ფარგლებში გადაღებული საჩხერის მუნიციპალიტეტის ბუნების ფოტოსურათები. 
.
ნახვა »
28/მარტი/2019
10 სურათი
ცერნის მასტერკლასები თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის - ცერნის (CERN, ქ. ჟენევა, შვეიცარია) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მასტერკლასები ნაწილაკთა ფიზიკაში. ღონისძიების ადგილობრივი ორგანიზატორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი იყვნენ.


ნახვა »
26/მარტი/2019
14 სურათი
ნავრუზი თსუ-ში
თსუ ირანისტიკის მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორებმა საზეიმოდ აღნიშნეს ირანული ახალი წელი - ნოურუზი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, ბ-ნი ჰამიდ მოსტაფავი, მოწვეული ირანელი პროფესორი ქ-ნი ლეილა რეზაი და სხვები. ირანისტიკის განყოფილების სტუდენტებმა მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა შესთავაზეს ირანელ სტუმრებს. მთელი ღონისძიება სპარსულ ენაზე მიმდინარეობდა და მასში ირანისტიკის მიმართულების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.   


ნახვა »
26/მარტი/2019
4 სურათი
თსუ სტუდენტი ევროპის სტუდენტთა გაერთიანების შეხვედრაში
14-17 მარტს ქალაქ ტიმიშოარაში, რუმინეთში გაიმართა ევროპის სტუდენტთა გაერთიანების (ESU) რიგით 37-ე სამუშაო შეხვედრა, სადაც თსუ-ის და საქართველოს  სტუდენტ ორგანიზაციათა ასოციაციის (სოა) სახელით მონაწილეობას იღებდა თსუ სტუდენტი არჩილ ჯავახიშვილი. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ის პრობლემები, რომლებიც ევროპის ახალგაზრდობის წინაშე დგას. შეხვედრების ფარგლებში  შემუშავდა სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებს. ასევე განხილული იყო ევროპის სტუდენტთა გაერთიანების ყოველწლიური ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები.
ნახვა »
« 1 ... 51 52 53 54 55 ... 198 »