ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 46 47 48 49 50 ... 198 »
10/მაისი/2019
13 სურათი
ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები“ გაიხსნა, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის დარგში უახლეს სამეცნიერო კვლევებს ეხება. კონფერენცია მიზნად დარგის პოპულარიზაციას, ქართველი და უცხოელი მეცნიერების, ახალგაზრდა მკვლევრების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციას ისახავს. 
კონფერენციის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, საქართველოს, ევროპისა და კანადის  მეღვინოებისა და მევენახეობის დარგში წამყვანი უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ნახვა »
8/მაისი/2019
10 სურათი
ქეთი ანთელავას საჯარო ლექცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის დოქტორმა ქეთი ანთელავამ   საჯარო ლექცია „მაისიც ქალთა ისტორიის თვეა. ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის 100 წელი: ელიზაბეთ ქეიდი სტენტონიდან გერტრუდ ვანდერბილთ უითნიმდე“  წაიკითხა.  
საჯარო ლექციას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ქეთი ანთელავამ  სამოქალაქო უფლებებისა და სოციალური თანასწორობისათვის მებრძოლი, ხელოვნებისა და მისი პროპაგანდის სფეროში მოღვაწე ამერიკელი ქალების შესახებ ისაუბრა.

ნახვა »
7/მაისი/2019
8 სურათი
ფრიდრიხ ნიცშეს ზეადამიანი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის მოწვევით გაიმართა შეხვედრა  თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორთან,  ფილოსოფოს  თორნიკე  ქოროღლიშვილთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ფრიდრიხ ნიცშეს ზეადამიანზე.
,, მე მიყვარს ისინი, ვინც ცხოვრობს შემეცნებისთვის, რათა შეიცნოს, რომ ოდესმე ზეადამიანი დაიბადება."
ზეადამიანის იდეა XIX საუკუნის ცნობილმა ფოლოსოფოსმა ფრიდრიხ ნიცშემ წამოაყენა თავის ნაშრომში ,,ასე ამბობდა ზარატუსტრა’’. ზარატუსტრა გახლდათ ძველი სპარსეთის ქურუმი და ცრუ წინასწარმეტყველი, რომელიც ცხოვრობდა ჩვ. წ. აღ-მდე VI-V საუკუნეებში. 
ნახვა »
6/მაისი/2019
18 სურათი
თანამშრომლობის ხელშეკრულებები თსუ-სთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსს“, შპს ,,დენტექსი 95”-სა და შპს „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი, ხოლო შპს ,,სჯს დენტალ ჯორჯია“-ს შორის ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებებს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ დირექტორმა  ნანი თხელიძემ, შპს „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა გია ლობჟანიძემ, შპს ,,დენტექსი 95”-ის დირექტორმა  მერაბ გრძელიძემ და შპს ,,სჯს დენტალ ჯორჯია“-ს დირექტორმა ხათუნა დგებუაძემ მოაწერეს ხელი. 
ხელშეკრულებების თანახმად, თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და რეზიდენტები სასწავლო კურსებსა და მოდულებს გაივლიან საუნივერსიტეტო კლინიკებში, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო აღჭურვილობით, ადამიანური და სხვა აუცილებელი რესურსებით. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, მაძიებლებისთვის და ახალგაზრდა ექიმებისათვის თანამედროვე სტანდარტის შესატყვისი სამედიცინო განათლების და პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შპს ,,სჯს დენტალ ჯორჯია“ თსუ-ს უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცემს საიმპლანტაციო სისტემებსა და ფანტომებს.  სასწავლო ბაზად გამოიყენება შპს ,,დენტექს 95“-ის ტექნიკური ბაზა, სადაც ხორციელდება მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი უმაღლეს სამედიცინო განათლებაში სტუდენტთა მონაწილეობა შესაბამისი პროგრამებითა და მოდულებით.

ნახვა »
2/მაისი/2019
8 სურათი
პარლამენტის დღე უნივერსიტეტში - გიორგი კახიანის ვიზიტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „პარლამენტის დღე უნივერსიტეტში“ კამპანიის ფარფლებში საქართველოს პარლამენტის წევრისა და თსუ-ის მოწვეული ლექტორის, გიორგი კახიანის საჯარო ლექცია გაიმართა. იგი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციისა და საქმიანობის, ღია პარლამენტის ფარგლებში საქართველოს მიღწევებისა და სამომავლო გეგმებს, ასევე,  საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიზნით დანერგილ ახალ სერვისებს შეეხებოდა. მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს პარლამენტი სხვადასხვა უმაღლეს საგანანმანათლებლო ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში  ატარებს (9 უმაღლეს სასწავლებელი). ამ ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა(UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI).
ნახვა »
2/მაისი/2019
6 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და სვუპსკის პომერანულ უნივერსიტეტს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სვუპსკის პომერანულ უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და სვუპსკის პომერანული უნივერსიტეტის რექტორმა ზბიგნევ ოსადოვსკიმ მოაწერეს. 
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას სასწავლო  და კვლევით სფეროებში. მათ შორის: აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ურთიერთგაცვლას, სასწავლო ვიზიტებს, ერთობლივი კვლევების ხელშეწყობას, რეგულარული სამეცნიერო ღონისძიებების, კონფერენციებისა და სემინარების მოწყობას, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის კვლევით ვიზიტებს.

ნახვა »
« 1 ... 46 47 48 49 50 ... 198 »