ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

გალერეა

« 1 2 3 4 5 ... 100 »
18/მაისი/2018
11 სურათი
წიგნის - „სამხედრო სკოლა“ პრეზენტაცია და რარიტეტული წიგნების გამოფენა თსუ ემიგრაციის მუზეუმში
თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის ქართველ სამხედრო მოღვაწეთა მიერ, ემიგრაციაში ყოფნის დროს, გამოცემული რარიტეტული წიგნებისა და ხელნაწერების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ეროვნულ არქივში დაცული, ამავე პერიოდის, სამხედრო თემატიკის ფოტო და დოკუმენტური საარქივო მასალების ასლები. ღონისძიების ფარგლებში, ალექსანდრე ჩხეიძის წიგნის - „სამხედრო სკოლა“ პრეზენტაცია გაიმართა.




ნახვა »
18/მაისი/2018
23 სურათი
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა:1918-1921“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამოფენა - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა:1918-1921“ გაიხსნა. ასევე გაიმართა ვლადიმერ ვოიტინსკის წიგნის „ქართული დემოკრატიის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია.
ნახვა »
17/მაისი/2018
13 სურათი
ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც საქართველოში ამერიკისმცოდნეობის დაარსების 20 წლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.


ნახვა »
17/მაისი/2018
12 სურათი
სტუდენტური კვირეული „ფიროსმანის უკვდავება“
ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში სტუდენტური კვირეული „ფიროსმანის უკვდავება“ გაიხსნა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ანსამბლ „უნივერსიტეტის“ კონცერტი გაიმართა. ასევე გამოიფინა თსუ პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნახატები. პანკისის ხეობიდან ჩამოსულმა კულტურული მემკვიდრეობის დესპანებმა თსუ რექტორს სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიმბოლიკით.

ნახვა »
16/მაისი/2018
9 სურათი
„ინგლისური ფილოლოგია: გუშინ, დღეს, ხვალ“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის კვირეულის ფარგლებში, გაიხსნა ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების კონფერენცია: „ინგლისური ფილოლოგია: გუშინ, დღეს, ხვალ.“ კონფერენცია მიეძღვნა საქართველოსა და მთელ რეგიონში პირველი დოქტორი ქალი ანგლისტის მერი იანქოშვილის დაბადებიდან 100-წლისთავს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ დარგის განვითარებაში.
ნახვა »
16/მაისი/2018
19 სურათი
"თსუ-ჰიუნდაის" წევრების დაჯილდოება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის ,,თსუ-ჰიუნდაის“ წევრები რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. „თსუ-ჰიუნდი“ “ა” ლიგის გამარჯვებული გახდა და 2018-2019 წლების სეზონში სუპერლიგაში ითამაშებს.  ღონისძიებაზე თსუ რექტორმა ,,ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორი დავით გიორგობიანი უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის წარმატებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თსუ საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.

ნახვა »
« 1 2 3 4 5 ... 100 »