ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 45 46 47 48 49 ... 198 »
15/მაისი/2019
20 სურათი
შეხვედრა ავსტრიული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ავსტრიული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ეწვივნენ. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ წარადგინა პრეზენტაცია უნივერსიტეტის შესახებ და უცხოელ სტუმრებს გააცნო სასწავლო პროგრამები, სტუდენტური ცხოვრება, გაცვლითი პროგრამები, ლაბორატორიები და ა.შ. გარდა ამისა მათ დაათვალიერეს უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, მუზეუმი, ბიბლიოთეკა და სააქტო დარბაზი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ავსტრიულ უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობა დაიგეგმა.
ნახვა »
15/მაისი/2019
14 სურათი
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პარლამენტართა ჯგუფის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პარლამენტართა ჯგუფი ეწვია. სამუშაო შეხვედრის მიზანის წარმოადგენდა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტების, სასწავლო და სამეცნიერო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხების განხილვა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ადმინისტრაციული დეპარტამენტების ხელმძღვანელები, განათლების საერთაშორისო ცენტრისა და Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საფრანგეთის საელჩოს ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის სფეროში.
ნახვა »
14/მაისი/2019
10 სურათი
კორნელი კეკელიძის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და აკადემიკოსის, კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გამოფენა მოეწყო.  ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე,  სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ. 
ექსპოზიციაზე ქართველმა დამთვალიერებელმა პირველად იხილა კიევის სასულიერო აკადემიის მუზეუმში და სახელმწიფო არქივში დაცული  დოკუმენტური მასალა,რომელიც კიევში კორნელი კეკელიძის სწავლასა და მოღვაწეობას ეხება.
ნახვა »
13/მაისი/2019
11 სურათი
თსუ საკვირაო სკოლა
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლა (თსუ-ისა და IPEC-ის ერთობლივი პროექტი), სადაც ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მიიღებიან მე-5-დან მე-10 კლასის ჩათვლით მოსწავლეები.
სკოლის ფუნქციონირების პერიოდში მოსწავლეებმა არაერთხელ ჩაატარეს ექსპერიმენტები ქიმიაში, ფიზიკაში, კრიმინალისტიკაში, მოისმინეს თსუ-ის პროფესორთა ლექციები საგნებში: ჩვენი სამყარო (გალაქტიკები, შავი ხვრელი, მზის სისტემა, კოსმოსური ამინდი), ჩვენი ისტორია (აფხაზეთი, ვახტანგ VI-ის შემოქმედება), გეოგრაფიული უცნაურობები, ადამიანის უფლებები, ეთნოლოგია (ქართველური გვარები), ხელოვნება, ლოგიკური ამოცანები (სახალისო მათემატიკა), ასევე მსმენელები პერიოდულად ეცნობიან საუნივერსიტეტო გარემოს.
საკვირაო სკოლის პრიორიტეტები იმაში მდგომარეობს, რომ სკოლაში ასწავლიან თსუ-ის პროფესორები, ბავშვები იყოფიან მცირერიცხოვან ჯგუფებად, თემების შერჩევაში უშუალოდ მსმენელები მონაწილეობენ და ისინი თავიდანვე ეგუებიან საუნივერსიტეტო გარემოს.
ნახვა »
10/მაისი/2019
14 სურათი
მოთხრობების ოსურენოვანი წიგნის „მესაფლავენი“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1990-იანი წლების ომის პერიოდში ქართულ-ოსური ურთიერთობების ამსახველი წიგნის „მესაფლავენი“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მოთხრობების კრებული ოსურ ენაზე თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში რაზიატ ქუმარითოვამ თარგმნა.
პრეზენტაციას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევა, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ნახვა »
10/მაისი/2019
7 სურათი
ჯუდი ელიოტის საჯარო ლექცია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა სამოქალაქო განათლების სპეციალისტისა და ტრენერის, პროფესორ ჯუდი ელიოტის (საერთაშორისო პროექტი „ჰარმონია“, აშშ) საჯარო ლექცია. ლექციის თემები იყო: „კარიერის დაგეგმვა და კარიერული ინტერესები.
ლექციის მსვლელობისას სტუდენტებმა 80 თანამედროვე  პროფესიიდან შეარჩიეს  სასურველი მიმართულებები და გააანალიზეს მათთვის საინტერესო კარიერული მიმართულებები.  სტუდენტებს დაურიგდათ საზაფხულო სამუშაოების, სტუდენტური სტიპენდიებისა და სამსახურის საძიებო სისტემების სარეკომენდაციო სიები; მათ, აგრეთვე, მიეცათ საშუალება, პრაქტიკულად ემუშავათ სამოტივაციო წერილისა და რეზიუმეს სტრუქტურაზე. 
ნახვა »
« 1 ... 45 46 47 48 49 ... 198 »