ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 44 45 46 47 48 ... 198 »
17/მაისი/2019
11 სურათი
შეხვედრა შიდა ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები - ოსები და ქართულ-ოსური ოჯახების წარმომადგენლები ეწვივნენ. თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ნაირა ბეპიევამ ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო ლექცია „ქართულ-ოსური ურთიერთობები: ისტორია და თანამედროვეობა“ წაიკითხა. 
ნახვა »
17/მაისი/2019
13 სურათი
მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პოეტ მუხრან მაჭავარიანის დაბადებიდან 90 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო საღამოზე თსუ სტუდენტური თვითმმართველობის და გამომცემლობა არტანუჯის“ ორგანიზებით წიგნის „90 ამბავი - მუხრანი“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში მუხრან მაჭავარიანის შესახებ სხვადასხვა ავტორების მოგონებებია შესული.
ღონისძიებას მუხრან მაჭავარიანის შვილი ნანა მაჭავარიანი, თსუ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ნახვა »
16/მაისი/2019
16 სურათი
ამერიკისმცოდნეობის სტუდენტური კონფერენცია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის მე-7 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ქალთა საკითხები ამერიკის შეერთებულ შტატებში: კონსტიტუციის XIX შესწორების მიღებიდან დღემდე“ გაიხსნა.
კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ კონსტიტუციის XIX შესწორების მიღების 100 წლისთავს ეძღვნება. მოხსენებების თემატიკა მოიცავს ამერიკელ ქალთა საკითხების შედარებით ანალიზს საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, პოლიტიკისა და დიპლომატიის.
კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით იმართება.
ნახვა »
16/მაისი/2019
11 სურათი
ტრენინგი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე
თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტში ფრანკოფონიის საუნივერისტეტო სააგენტოსა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის შემდეგ საკითხებზე:
I ურთიერთთანამშრომლობა ფრანკოფონიურ სივრცესთან;
II დოქტორანტურა და თანახელმძღვანელობა-საერთაშორისო სადოქტორო ქსელები;
III სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შეფასება.
ტრენინგს უძღვებოდა რუმინეთის კრაიოვას უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი კრისტინა ტეოდერესკუ.
ნახვა »
16/მაისი/2019
12 სურათი
საჯარო ლექცია "სადოქტორო სწავლების ევროპული გამოცდილება"
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე "სადოქტორო სწავლების ევროპული გამოცდილება".
 სემინარს უძღვებოდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო სწავლების საბჭოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ჰასგალი.
ნახვა »
15/მაისი/2019
15 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-ს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (რექტორი გიორგი შარვაშიძე), სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა (გენერალური აუდიტორი ერეკლე მექვაბიშვილი) და საჯარო აუდიტის ინსტიტუტს (დირექტორი დავით აზმაიფარაშვილი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
ხელშეკრულება სტუდენტებისთვის საჯარო აუდიტის დარგში სასწავლო პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს. კერძო, თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსის განხორციელებას, რომელიც ორიენტირებულია თსუ სტუდენტებს შესთავაზოს საჯარო აუდიტის დარგში საგანმანათლებლო შესაძლებლობები მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, გამოცდილების მიღების და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით.

ნახვა »
« 1 ... 44 45 46 47 48 ... 198 »