ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

გალერეა

« 1 ... 43 44 45 46 47 ... 72 »
17/მაისი/2017
8 სურათი
ჰიპერტენზიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, თსუ მედიცინის ფაკულტეტმა, საქართველოს ექიმთა ასოციაციასთან და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელ საზოგადოებასთან ერთად თსუ პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის მიმოხილვითი პრეზენტაცია გამართა. აქციის ფარგლებში, ასევე, ჩატარდა გამოკვლევა და შესაბამისი კონსულტირება. ღონისძიებაში აკადემიურ პერსონალთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა და რეზიდენტებმა.




ნახვა »
17/მაისი/2017
10 სურათი
„სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ – პირველი ნომრის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული გამოცემის „სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. „სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობას და საშუალება მისცეს მათ, საკუთარი ნაშრომები გააცნონ ფართო აკადემიურ საზოგადოებას.

ნახვა »
16/მაისი/2017
10 სურათი
ფოტოკონკურსის "UNIკადრი 2017" გამარჯვებულების დაჯილდოება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ფოტოკონკურსის "UNIკადრი 2017" გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ჟიურის მიერ შერჩეულ კონკურსის სამ გამარჯვებულს ნუცა ნიკოლაიშვილს, ირაკლი ბუთურიშვილს და ლექსო მიქაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზები: პლანშეტური კომპიუტერი, ანაზღაურებადი სტაჟირება საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, თსუ-ს წიგნის მაღაზიათა ქსელის სასაჩუქრე კომპლექტი გადაეცათ.

ნახვა »
16/მაისი/2017
6 სურათი
პროექტის "საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისთვის მომზადება" პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის "საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისათვის მომზადება" პრეზენტაცია და პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტს ახორციელებს "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" თსუ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტბთან პარტნიორობის ფარგლებში, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.


ნახვა »
15/მაისი/2017
5 სურათი
ირანელი ლიტერატურული მოღვაწეების შემოქმედების მიმოხილვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰაქიმ აბუ ლ-ყასემ ფირდოუსის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა. ირანელი ლიტერატურული მოღვაწეების შემოქმედების მიმოხილვა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ნახვა »
11/მაისი/2017
11 სურათი
შეხვედრა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის (UINL) პრეზიდენტ ხოსე მარკენიო დე იანოსთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა იურიდიული ფაკულტეტის ესპანური სამართლის ინსტიტუტის, პროფესორებისა და სტუდენტების შეხვედრა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის (UINL) პრეზიდენტ ხოსე მარკენიო დე იანოსთან .ღონისძიების ფარგლებში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა წაიკითხა მოხსენება, რომელიც მიეძღვნა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლობას.

ნახვა »
« 1 ... 43 44 45 46 47 ... 72 »