ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 42 43 44 45 46 ... 198 »
27/მაისი/2019
19 სურათი
ლელა ცუცქირიძის შეხვედრა ბავშვებთან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საბავშვო მწერალი ლელა ცუცქირიძემ და „საბავშვო კარუსელის“ წარმომადგენლებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით გაახალისეს ბავშვები. ღონისძიების ფარგლებში პატარებს ბიბლიოთეკაში დახვდნენ თანამედროვე საბავშვო მწერლები, რომლებმაც ბავშვებს თავისი ლექსები და მოთხრობები წაუკითხეს. შეხვედრის მეორე ნახევარი კი შემოქმედებით და გასართობ აქტივობებს დაეთმო. 
ნახვა »
24/მაისი/2019
8 სურათი
ოსური ენის დღე თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ოსური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ოსური ენის სწავლებისა და კვლევის, ასევე ოსური ფოლკლორისა და მითოეპიკური სამყაროს შესწავლის პრობლემები და მათი სამეცნიერო საფუძვლები.
განისაზღვრა ოსური ენისა და კულტურის სწავლების როლი ქართულ-ოსურ ურთიერთობათა კონტექსტში, სასწავლო და სამეცნიერო ურთიერთობების აღდგენასა და გაღრმავებაში, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მეცნიერთა დაახლოებასა და მშვიდობის დამყარებაში. ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროფესორები, სტუდენტები.
ნახვა »
24/მაისი/2019
11 სურათი
წიგნის პრეზენტაცია "ქართული ხალხური პროზა I - ცხოველთა ეპოსი"
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამომცემლობა აკადემიური წიგნისა და შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მოწვევით გაიმართა წიგნის პრეზენტაცია "ქართული ხალხური პროზა I - ცხოველთა ეპოსი".
ტომი შეადგინა და ვარიანტები დაურთო - რუსუდან ჩოლოყაშვილმა. ედუარდ და თორნიკე ამბოკაძეების ილუსტრაციები.
ნახვა »
23/მაისი/2019
17 სურათი
ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია
ამერიკელი ასტრონავტების ნილ არმსტრონგის და ბაზ ოლდრინის მთვარეზე გადასხდომის 50 წლისთავის აღსანიშნავად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს მიეძღვნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, საქართველოში აშშ ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ჯეფ რენო, თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური კონფერენცია 25 მაისს დდასრულდება. 

ნახვა »
23/მაისი/2019
8 სურათი
შეთანხმება თსუ-სა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შორის შეთანხმება გაფორმდა.
შეთანხმების თანახმად, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს ნორმატიული აქტების ტექსტების ბეჭდურ ვერსიებზე წვდომის უკეთესი შესაძლებლობები ექნებათ. ამავე მიზნით, უნივერსიტეტის შენობაში განთავსდება საკანონმდებლო მაცნეს წიგნების თვითმომსახურების აპარატი, სადაც სტუდენტები, ასევე ნორმატიული აქტების ბეჭდური ვერსიებით დაინტერესებული სხვა პირები, შეძლებენ საკანონმდებლო მაცნეს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ტექსტების შეძენას ხელმისაწვდომი პირობებით.
ნახვა »
23/მაისი/2019
12 სურათი
ქართულ-აფხაზური ფილმის „ანიხა“ პრეზენტაცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ქართულ-აფხაზური დოკომენტური ფილმის „ანიხა“ პრეზენტაცია.  პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზური თემატიკით დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოება,  პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ. ფილმი გადაღებულია თსუ ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აფხაზური ენისა და კულტურის კომისიისა და ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამის  „გავიცნოთ აფხაზეთი“ ფარგლებში.  ფილმი „ანიხა“ აფხაზეთში ძველით ახალი წლის აღნიშვნას ეხება.
ნახვა »
« 1 ... 42 43 44 45 46 ... 198 »