ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 41 42 43 44 45 ... 198 »
3/ივნისი/2019
5 სურათი
შეხვედრა ისრაელის ელჩთან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, შაბთაი ცურისა  და იაკოვ ოფირს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისრაელის უნივერსიტეტებსა და თსუ შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი კავშირების დამყარებას. ასევე თსუ-ში არსებული ისრაელის ცენტრის მოღვაწეობის ასპარეზის გაფართოებას.
ნახვა »
3/ივნისი/2019
11 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და გდანსკის უნივერსიტეტს შორის
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გდანსკის (პოლონეთი) უნიევრსიტეტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. შეთანხმებას ხელი მოაწერეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და გდანსკის უნივერსიტეტის რექტორმა პიოტრ გვიზდალამ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართულ და პოლონურ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობები და მათი მომავალი განვითარება სამეცნიერო საქმიანობის კუთხით.
ნახვა »
3/ივნისი/2019
18 სურათი
ახალგზარდა არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერეცია ვარძიაში
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი მეთერთმეტედ მასპინძლობს ახალგზარდა არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერეციას, რომელშიც თსუ სტუდენტებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენცია არქეოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელს პიტ რივერსს ეძღვნება და მასში ევროპის 15 უნივერსიტეტი მონაწილეობს, მათ შორის - ავსტრიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან ინგლისიდან. კონფერენციაზე მონაწილეებმა ინდივიდუალური, უახლესი სამეცნიერო კვლევები წარმოადგინეს ნეოლითიდან მოყოლებული გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით. ასევე, განიხილეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის არქეოლოგიური კვლევის საკითხები.
კონფერენციის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ვიკერსი,  უცხოელი და ქართველი პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


ნახვა »
3/ივნისი/2019
15 სურათი
სტუდენტური ექსპედიცია სამცხე-ჯავახეთში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტუდენტური ექსპედიციისთვის ემზადებიან. 30-მდე სტუდენტმა სამზადისი ფოკადან, ფარავნის ტბიდან დაიწყო, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში კარვებით იყვნენ დაბანაკებული. 
ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის მიზნით ერთი თვის განმავლობაში სტუდენტები სამცხე-ჯავახეთში იცხოვრებენ. ისინი ადგილობრივებთან ერთად დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის დაგეგმილია ექსკურსიები, ფილმების ჩვენება; ერთი თვის მანძილზე თსუ პროფესორები სამცხე-ჯავახეთში ჩავლენ და სხვადასხვა თემაზე საჯარო ლექციებს წაიკითხავენ.
სტუდენტების წინასაექსპედიციო სამზადისს თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი შეუერთდა. რექტორის მოადგილე ფოკაში სტუდენტებს ესტუმრა, მათ გეგმებს გაეცნო და წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დაესწრო.
თსუ სტუდენტური ექსპედიცია 2001 წლიდან ეწყობა. წლევანდელი ექსპედიცია 14 ივლისს დაიწყება და 14 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.
ნახვა »
30/მაისი/2019
13 სურათი
"ორი ქვეყნის ერთი ამბავი" - გაცვლითი პროექტი ქართველი და გერმანელი მოსწავლეებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  სსიპ ტიციან ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის 43 საჯარო სკოლისა და ქალაქ ლუდვიგსბურგის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) გოტლიბ დაიმლერის სკოლის მოსწავლეთა გაცვლითი პროექტის "ორი ქვეყნის ერთი ამბავი" მონაწილეებს უმასპინძლა. ღონისძიება  თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მრავალფეროვანი პროექტების ფარგლებშიგაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი  ისტორიულ-კულტურულ და საგანმანათლებლო ჭრილში ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს შეეხო. ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის გერმანული ფილოლოგიის კათედრა.
ნახვა »
29/მაისი/2019
9 სურათი
სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.)
ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“ გამართა. კონფერენციაში მონაწილეობა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. 
ნახვა »
« 1 ... 41 42 43 44 45 ... 198 »