ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 40 41 42 43 44 ... 198 »
4/ივნისი/2019
23 სურათი
საქართველოში SDSU კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ცერემონია
საქართველოში მოქმედი აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები 56-მა სტუდენტმა დაამთავრა, აქედან უმეტესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.
საქართველოში აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველ გამოსაშვებ ცერემონიაზე სტუდენტებს სხვადასხვა დარგში საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ქართულ-ამერიკული საბაკალავრო დიპლომები გადაეცათ:
-კომპიუტერული ინჟინერია;
-ელექტრული ინჟინერია;
-ქიმია/ბიოქიმია;
აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო პროგრამებზე საქართველოს სამ უნივერისტეტში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) 550 სტუდენტი სწავლობს, აქედან 470 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.
ნახვა »
4/ივნისი/2019
11 სურათი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური კულტურის დეპარტამენტისა და MASTERPEACE საქართველო, კავკასიის ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი რომელშიც მონაწილეობდნენ: ჯგუფი " რეზო და ბავშვები ", მარიამ დოკვაძე, იკაკო ალექსიძე და ჯგუფი "Alter Ego". კონცერტამდე გაიმართა შეხვედრა რეგიონებიდან ჩამოსულ მოსწავლეებთან, რომლებიც გაეცნენ თსუ-სა და სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ ინფორმაციას , მათ საჩუქრად გადაეცათ თსუ-სა და MASTERPEACE-სგან სიმბოლური საჩუქრები.
ნახვა »
4/ივნისი/2019
7 სურათი
სპექტაკლი „სამი და“
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით 3 ივნისს თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში ჩატარდა მუსიკისა და დრამის თეატრის სპექტაკლი  „სამი და“ (ქორეოდრამა ერთ მოქმედებად).

სპექტაკლში მონაწილეობენ: ნანკა კალატოზიშვილი,არჩილ სოლოღაშვილი, ეკა დემეტრაძე, გიორგი ტორიაშვილი,  ანა წერეთელი, ნუცა გუჩაშვილი, გიგი ქარსელაძე, ტატო ჩახუნაშვილი  

ავტორი – ანტონ ჩეხოვი
მუსიკა – ალფრედ შნიტკე
დამდგმელი ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე
სცენოგრაფი – გიორგი უსტიაშვილი
კოსტიუმების მხატვარი – ანანო მოსიძე
განათების მხატვარი- ია ნადირაშვილი
ნახვა »
4/ივნისი/2019
16 სურათი
დათო მაღრაძის პოემის - „ჯაკომო პონტი“ თარგმანების პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სსიპ ჩერქეზული კულტურის ცენტრის ინიციატივით, ჩატარდა დათო მაღრაძის პოემის - „ჯაკომო პონტი“, თარგმანების პრეზენტაცია. პოემა ახლახან ითარგმნა და გამოიცა აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე.
„ჯაკომო პონტი“ დღემდე თარგმნილი იყო მრავალ ენაზე; გერმანულ, ინგლისურ, თურქულ, რუსულ და სხვა ენებზე. ახლა კი მას შეემატა კავკასიაში მცხოვრებთა ენებზე თარგმანები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ წიგნი აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნეს სოხუმელმა, ცხინვალელმა და თბილისელმა (ირმა ოსია-კინწურაშვილმა, ნაირა ბეპიევამ) კოლეგებმა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არსებით რეალობას - შემოქმედებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო ტრადიციები ამ ხალხებს შორის კვლავაც წარმატებით გრძელდება.
წიგნი გამოიცა იორდანიაში.
ნახვა »
3/ივნისი/2019
11 სურათი
საჯარო ლექცია - „ბავშვის უფლებათა კონვენცია 30 წლის შემდეგ"
UNICEF-ის, თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე არსებული თინათინ წერეთლის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით  ბავშვთა უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია „ბავშვის უფლებათა კონვენცია 30 წლის შემდეგ, განვლილი გზა, მიღწევები და გამოწვევები“ ჩატარდა.
30 წლის წინ მსოფლიო ლიდერებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს  ბავშვების სასარგებლოდ - მიღებულ იქნა ბავშვის უფლებათა კონვენცია.
მას შემდეგ, კონვენცია გახდა ისტორიაში ყველაზე ფართოდ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა შეთანხმება და მან ხელი შეუწყო მსოფლიოში მრავალი ბავშვის ცხოვრების ტრანსფორმაციას.ამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე  გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლი, დოქტორი ღასან ხალილი ჩაატარებს საჯარო ლექციას აღნიშნული კამპანიის ფარგლებში. 
ნახვა »
3/ივნისი/2019
6 სურათი
იოანე ზიზიულასის ბოლო ნაშრომის „თანაზიარება და სხვადყოფნა“ წარდგენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის ბოლო ნაშრომის „თანაზიარება და სხვადყოფნა“ ახალი ნარკვევები პიროვნულობასა და ეკლესიაზე“  წარდგენა გაიმართა. 
პროექტი, რომელიც მოიცავს თარგმანს და  მასზე ინფორმაციის გავრცელებას ამერიკის მთავრობის მიერ, ინდივიდუალური გრანტით დაფინანსდა. თარგმანი შეასრულეს თამარ გოგუაძემ და გურამ ჯაშმა.  პროექტს ახორციელებს თსუ ფილოსოფიის მიმართულების დოქტორანტი მამა გიორგი წეროძე.


მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის პირველი წიგნი „ყოფიერება როგორც თნაზიარება” (Being as Communion) გახდა ყველაზე ციტირებადი თეოლოგიური ნაშრომი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში. წიგნის შინაარსი შეეხება ქრისტიანულ სწავლებას ღმერთზე, ადამიანზე, სამყაროზე, მასში ასევე საუბარია ეკლესიის დანიშნულებაზე.  ავტორის თქმით: „რაც კი ავლენს პიროვნულობის ნიშანს,  ის უკვე ყოველგვარი ეთიკური, მორალური და მითუმეტეს სხვა კატეგორიების შეფასების მიუხედავად იმსახურებს უდიდეს სიყვარულს და მოფრთხილებას“.  თარგმანზე მუშაობა კვლევა გრძელდება. 

ნახვა »
« 1 ... 40 41 42 43 44 ... 198 »