ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 39 40 41 42 43 ... 198 »
11/ივნისი/2019
18 სურათი
პორტუგალიური ენის კვირეული
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება პორტუგალიური ენის კვირეული. თსუ-კამოეშის პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი და ბრაზილიის საელჩო საქართველოში, 10 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით, აღნიშნავს პორტუგალიური ენის კვირეულს, რომლის ფარგლებში გაიმართება კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები. კვირეულის ფარგლებში გაიმართება პორტუგალიური და ბრაზილიური ფილმების ჩვენება,  მოეწყობა გამოფენები და მუსიკალური საღამოები. 

ნახვა »
7/ივნისი/2019
7 სურათი
პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისა და ორგანიზაციული მოღვაწეობისათვის  პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.
მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ალექსანდრე ცისკარიძის წიგნი „მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი“ კემბრიჯის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტმა გამოსცა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ დონის საუნივერსიტეტო გამოცემაში დაიბეჭდა ქართველი ექიმის ნაშრომი. პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე ევროპის ინსულტის ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი და დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტია. 

ნახვა »
7/ივნისი/2019
16 სურათი
რეზიდენტთა კლინიკური კონფერენცია „მედიცინა კლასიკურ საუნივერსიტეტო განათლებაში“
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა რეზიდენტთა კლინიკური კონფერენცია „მედიცინა კლასიკურ საუნივერსიტეტო განათლებაში“.
კონფერენცია წარიმართა რამდენიმე სესიად: უროლოგია, მეანობა-გინეკოლოგია, სტომატოლოგია, დერმატო-ვენეროლოგია, ინფექციური სნეულებები. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, თსუ პროფესორები და სტუდენტები. 
ღონისძიებაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ქირურგიულ დისციპლინათა სწავლებაში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოში კომბუსტიოლოგიის დამფუძნებელი, საქართველოში დამწვრობის ცენტრის და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის მიმართულების ერთ-ერთი დამაარსებელი, მედიცინის  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბესიკ იაშვილი დაჯილდოვდა უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით.

ნახვა »
7/ივნისი/2019
14 სურათი
ავთანდილ აშვეთიას პერსონალური გამოფენა თსუ-ში
თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიხსნა მხატვარ - ავთანდილ აშვეთიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. გამოფენა ეძღვნება საქართველოსა და ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. მასზე წარმოდგენილი ფერწერული ტილოები წლების მანძილზე შეიქმნა რიგაში მოღვაწე ქართველი მხატვრის მიერ. დამთვალიერებელმა იხილა ქართულ და ლატვიურ თემაზე შექმნილ ფერწერულ ტილოებს.
გამოფენას ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ინგრიდა ლავრენცა, თსუ სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ნახვა »
6/ივნისი/2019
10 სურათი
კონფერენცია: „ხელოვნური საპერფუზიო აპარატები და ორგანოთა „in situ” კონსერვაცია“
თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „ხელოვნური საპერფუზიო აპარატები და ორგანოთა „in situ” კონსერვაცია“ გაიმართა. კონფერენცია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგარანტო პროექტის „საპერფუზიო სისტემით ორგანითა  „in situ” კონსერვაციის ახალი მეთოდი (ექსპერიმენტული კვლევა) ფარგლებში ჩატარდა. 
ნახვა »
5/ივნისი/2019
6 სურათი
ტორე ბიორგოს წიგნის: „დანაშაულის პრევენცია. ყოვლისმომცველი მიდგომა“ პრეზენტაცია
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნორვეგიულ-ქართული კანონის უზენაესობის ასოციაციისა და თსუ-ის იურიდული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა ნორვეგიელი პროფესორის ტორე ბიორგოს წიგნის: „დანაშაულის პრევენცია. ყოვლისმომცველი მიდგომა“ პრეზენტაცია და კონფერენცია დანაშაულის პრევენციის აქტუალურ საკითხებზე ნორვეგიელი და ქართველი მომხსენებლების მონაწილეობით.
წიგნის თარგმანი ეკუთვნის უშანგი ბახტაძეს, ხოლო წიგნის რედაქტორები არიან გიორგი გიორგაძე და მორის შალიკაშვილი.
ნახვა »
« 1 ... 39 40 41 42 43 ... 198 »