ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 38 39 40 41 42 ... 198 »
17/ივნისი/2019
8 სურათი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის პროექტი სამართავად თსუ-ს გადმოეცა
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ-ის სამართლის პროგრამა) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“/ USAID-PROLoG - Promoting Rule of Law in Georgia Activity, თანამშრომლობით დაფუძნებული გამოცემა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“ სამართავად თსუ იურიდიულ ფაკულტეტს გადმოეცა, ამ საკითხის თაობაზე 2019 წლის 14 ივნისს მხარეებს შორის საგანგებო მემორანდუმი გაფორმდა. კომენტარის მმართველად თსუ იურიდიული ფაკულტეტი საჯარო კონკურსის გზით შეირჩა.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის ფარგლებში ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენილ იქნა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის“ მე-2 წიგნის უახლესი გამოცემა და ასევე, GIZ-ის სამართლის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული სასწავლო-პრაქტიკული სახელმძღვანელო „სანივთო სამართლის კაზუსების კრებული“. ღონისძიებას  "ბიბლუსი გალერეამ" უმასპინძლა.
ნახვა »
17/ივნისი/2019
20 სურათი
აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის მუზეუმის გახსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე გაიხსნა აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის მუზეუმი. გახსნაზე წარმოდგენილი იყო აკადემიკოსის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტომასალა, დიპლომები, სხვადასხვა დოკუმენტები, მისი ნახატები და პრეპარატები. გახსნას ესწრებოდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, აკადემიკოსები, თსსუ წარმომადგენლები, ნინო ჯავახიშვილის ახლობლები, პროფესორები და სტუდენტები.
ნახვა »
14/ივნისი/2019
5 სურათი
XI საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია
14-15 ივნისს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა XI საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია. იგი ჰუმანიტარული და კულტურულ- საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის “ურთიერთობათა და კონფლიქტების  დარეგულირებისათვის“  ფარგლებში ჩატარდა. კონფერენციის მიზანი გახლდათ: სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა  ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მასში მონაწილოება, სხვადასხვა სპეციალობის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის, დოქტორანტურის განყოფილების სტუდენტებმა მიიღეს. 
 
ნახვა »
14/ივნისი/2019
12 სურათი
თსუ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტს „კრიტიკული ენების სასტიპენდიო პროგრამა“ მასპინძლობს
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018 წლიდან მასპინძლობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტს „კრიტიკული ენების პროგრამა“. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის“ და ადგილობრივი მასპინძელი ორგანიზაციის შერჩევა ხდება სწავლებისა და კომპლექსური პროექტების მართვის გამოცდილების, ასევე ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გათვალისწინებით. თსუ-მ წელსაც მიიღო ამერიკელი სტუდენტები, რომელთათვისაც  პროგრამით გათვალისწინებულია თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით პროექტის დამფინანსებელი ორგანიზაციის მიერ შერჩეული სამიზნე ჯგუფისთვის რუსული ენის ინტენსიური კურსის ჩატარება და კულტურული, შემეცნებითი და სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება საქართველოს ისტორიის, კულტურის, პოლიტიკური და ეკონომიკური წყობის გაცნობის მიზნით. 

ნახვა »
13/ივნისი/2019
17 სურათი
დაღესტნელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა „კავკასიური ექსპრესი-2019“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაღესტნელი მხატვრების გამოფენა: „კავკასიური ექსპრესი-2019“  გაიმართა. გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ექსპოზიციაში წარმოდგენილია მანაბა მაჰომედოვის ნამუშევრები, რომლებიც დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში. „კავკასიური ექსპრესი 2019“ დამთვალიერებელს გაეცნო აგრეთვე დაღესტნის რესპუბლიკის თანამედროვე ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს. ექსპოზიციაში გამოფენილია; ფერწერა, გრაფიკა, ფაიფური, ნათეგი, საიუველირო ნაკეთებობი.
ნამუშევართა ავტორები საქართველოში ცნობილი მხატვრებია: მანაბა მაჰომედოვი, ჰასბულათ იუსუფოვი, იბრაჰიმხალილ სუფიანოვი, ჰაბიბულა ჰაბიბულაევი, ლეილა იზაბაქაროვი, დიანა ჰამზათოვი, ტაჰირ გაპუროვი, ელენე გაპუროვი, მაჰომედ დიბიროვი, საიდ ტიჰილოვი, ფატიმათ ჰუსეინოვი, ინესა ჰიმბატოვი,  მაჰომედ მალაქაევი, მარატ გაჯიევი.
გამოფენა გაგრძელებაა იმ მასშტაბური სამხატვრო-ლიტერატარული პროექტისა - „კავკასიური ექსპრესი“, რომელიც დაღესტანში, 2014 წლიდან ადგილობრივიმ მხატვრებისა და მწერლების თაოსნობით ეწყობა. პირველი გამოფენა შედგა 2014 წელს, გ. ლეონიძის სახელობის საქარველოს ლიტერატურის მუზეუმში შედგა. საზოგადოებრივი ორგანიზაციის „თარგმანთა კავკასიური სახლის“ ხელშეწყობით მუზეუმმა მაშინ წარმოადგინა ოთხი დაღესტნელი მხატვრის ნამუშევრები.2014 წლის სექტემბერში, მახაჩკალაში, წიგნის ბაზრობის „ტარკი-ტაუ-2014-ის“ ფარგლებში გაიხსნა ფოტოგამოფენა - «კავკასიური ექსპრესი-2014». 2016, 2017 წლებში სამხატვრო-ლიტერატურული ალმანახი „კავკასიური ექსპრესი“ ამ პროექტის გაგრძელებაა.
2019 წელს, „თარგმანთა კავკასიური სახლი“, ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის მხარდაჭერით,  გამოსაცემად ამზადებს ალმანახის მომდევნო ნომერს. იგი, აგრეთვე დახმარებას უწევს დაღესტნის თანამედროვე ხელოვნების გამოფენის გამართვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ცნობილია, რომ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია დაღესტნელ მეცნიერთა მთელი პლეადა. 
გამოფენის ორგანიზატორია ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი (თბილისი) და იგი 15 ივნისს დაიხურება.
ნახვა »
12/ივნისი/2019
16 სურათი
საბიბლიოთეკო დღეების დახურვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის თანამშრომლობით გაიმართა საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიება. 
საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება ბიბლიოთეკარის დღე და 30 აპრილს, ტრადიციულად, დაიწყო საბიბლიოთეკო დღეები. წელს საბიბლიოთეკო დღეების დახურვა თსუ-ს ბიბლიოთეკაში გაიმართა. წარმოდგენილი იყო შემდეგი გამოფენები: „თსუ-ს საგანძური“  (დამთვალიერებელმა იხილა თსუ-ს ბიბლიოთეკის საცავებში დაცული უნიკალური, მათ შორის ავტოგრაფიან წიგნებს. პირველად გამოიფინა ანტონ II კათალიკოსის ფერწერული პორტრეტი, რომელიც 1930-იანი წლებიდან ბიბლიოთეკის საცავებშია დაცული. როგორც ცნობილია, ანტონ II-ის სულ რამდენიმე პორტრეტია შემორჩენილი), „სახელოვანი ბიბლიოთეკარები“ (ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი გაეცნო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე ცნობილი ბიბლიოთეკარების ცხოვრებასა და შემოქმედებას), „ნაშრომები საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ (ბიბლიოთეკათმცოდნეების ნაშრომები საბიბლიოთეკო დარგის შესახებ).
ნახვა »
« 1 ... 38 39 40 41 42 ... 198 »