ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 37 38 39 40 41 ... 198 »
25/ივნისი/2019
8 სურათი
„ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია
ჟურნალ „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“ მე-7-8 ნომერი (2017-2-18 წწ)  პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის ახალი ნომერი მიეძღვნა ცნობილი ფილოსოფოსისა და ფსიქოლოგის აპოლონ შეროზიას 90 წლისთავს. 
სამეცნიერო ჟურნალში შესულია ახალი თარგმანები, ფილოსოფიურ- თეოლოგიური ტექსტები. 
ორენოვანი (ქართული და ინგლისური) ჟურნალი „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი“ გამოდის 2011 წლიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ბაზაზე. 

ნახვა »
25/ივნისი/2019
10 სურათი
თედო უთურგაიძის ბოლო წიგნის "ქართული სამწერლობო ენის ისტორიული გრამატიკის საკითხები" წარდგინება
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თედო უთურგაიძის ბოლო წიგნის "ქართული სამწერლობო ენის ისტორიული გრამატიკის საკითხები" წარდგინება გაიმართა.
წიგნი მოიცავს ქართული ენის ყველა ქვესისტემის გათვალისწინებით ფონეტიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური დონეების საკვანძო საკითხებს, რომლებიც გაანალიზებულია დიაქრონიული თვალსაზრისით.
ასევე წიგნში შეტანილია ქართული ენის კომპიუტერული მოდელირების მიხედვით დამუშავებული ცალკეული საკითხები ზმნის მორფოლოგიისა და მარტივი წინადადების მანქანური სინტაქსის შესახებ.
ნახვა »
20/ივნისი/2019
9 სურათი
ფოტოხელოვან ნიკა ბედენაშვილის გამოფენა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის ორგანიზებით მოეწყო ფოტოხელოვან -  ნიკა ბედენაშვილის გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ერთ ფოტოში ასახული თბილისის ძველი და თანამედროვე ხედები. დამთვალიერებელს საშუალება მიეცა ენახა, როგორ იცვლებოდა დედაქალაქი, მისი არქიტექტურა და ქუჩები წლების მანძილზე.
ნახვა »
19/ივნისი/2019
8 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და პეკინის უნივერსიტეტს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტსა და პეკინის (ჩინეთი) უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და პეკინის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ვიცე დეკანმა ვანგ ჟიფენგმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად,  განიხილება თსუ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ (პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. ნინო ჩიხლაძე) ფარგლებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. 

ნახვა »
19/ივნისი/2019
11 სურათი
სამეცნიერო-პოპულარული ფილმის „4000“ საპრემიერო ჩვენება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო-პოპულარული ფილმის „4000“ საპრემიერო ჩვენება. ფილმი, რომელიც აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, ბერძნულ-ქართული ურთიერთობების ათასწლეულებზე მოგვითხრობს. 

ფილმის რეჟისორია ნინო ყოლანდარია, პროდიუსერი - მედეა აბულაშვილი, ოფიციალური კონსულტანტია რისმაგ გორდეზიანი.

ნახვა »
18/ივნისი/2019
15 სურათი
დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორის დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ემერიტუსი პროფესორი დამანა მელიქიშვილი უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა. „ძალიან რთულია ისაუბრო ადამიანზე, რომელმაც მთელი თაობები აღზარდა. ის არის სახელგანთქმული მეცნიერი, ძალიან კარგი აღმზრდელი და გარდა ამისა, ენერგიული და დადებითი ადამიანი, რომელიც აფრქვევს პოზიტიურ ენერგიას. ასეთი ხალხი არის სახე ჩვენი უნივერსიტეტის. ვუსურვებ ქალბატონ დამანას დიდხანს სიცოცხლეს და ჩვენი უნივერსიტეტისა და ქვეყნისთვის კიდევ ბევრი საქმის კეთებას,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ. 

ნახვა »
« 1 ... 37 38 39 40 41 ... 198 »