ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 36 37 38 39 40 ... 198 »
2/ივლისი/2019
12 სურათი
შეხვედრა „სტარტაპ ეკოსისტემა უნივერსიტეტში“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი ინოვაციური მეწარმეობის წარმომადგენლებისთვის ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა - „სტარტაპ ეკოსისტემა უნივერსიტეტში“.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ის, რომ უნივერსიტეტი გახდეს ინოვაციური მეწარმეობის ეკოსისტემის სხვადასხვა აქტორის ერთმანეთთან დასაკავშირებელი პლატფორმა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ცენტრის ექვსთვიანი მუშაობის შეჯამება, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები.
ღონისძიებას უძღვებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე და თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მელქაძე.
ნახვა »
1/ივლისი/2019
14 სურათი
პროექტის „ევროპის უსაფრთხოება და თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო“ გახსნა
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი „ევროპის უსაფრთხოება და თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო (საქართველოს მაგალითი“ გახსნა. პროექტი მომზადდა და ხორციელდება თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ღია სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფის მიერ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდგომ. გახსნის ღონისძიებას ესპანეთისა და იტალიის უნივერსიტეტების პროფესორები ესწრებოდნენ.
ნახვა »
27/ივნისი/2019
11 სურათი
სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი ორგანიზებით გაიმართა სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე.

სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეზე ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ გაგოშიძე, სამეცნიერო და სასწავლო სამსახურის წარმომადგენლები, ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, ასევე ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები პირადად შეხვდნენ დაინტერესებულ პირებს, გააცნეს ინფორმაცია პროგრამაზე სწავლების, საფაკულტეტო აქტივობების, სამეცნიერო საქმიანობის და სხვა საკითხების თაობაზე, ასევე მაგისტრანტობის მსურველებს მიაწოდეს მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების შესახებ.

ნახვა »
26/ივნისი/2019
21 სურათი
ალექსანდრე გვახარია - 90
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა პროფესორ ალექსანდრე (შურა) გვახარიას დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი XIII საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ რექტორის მოადგილეები ნინო გვენეტაძე და ნინო ოკრიბელაშვილი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი თბილისში დოქტორ სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ალექსანდრე გვახარიასად მიძღვნილი გამოფენა.
კონფერენცია გაგრძელდება 28 ივნისამდე.
ნახვა »
26/ივნისი/2019
10 სურათი
ინტერაქტიული შეხვედრა სტუდენტებთან, საინფორმაციო კამპანიის "არგასინჯო" ფარგლებში
ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, საინფორმაციო  კამპანიის "არგასინჯო" ფარგლებში თსუ რექტორის მოადგილის, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილისა და ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, ექიმი-ნარკოლოგის, გური მენაბდიშვილის ინტერაქტიულ შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან. 
ნახვა »
26/ივნისი/2019
19 სურათი
სტუდენტური კონკურსის „მისია 2019“-ის ფინალისტები „ჰუალინგ თბილისში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კონკურსის „მისია 2019“ ფინალური ტურის  წევრებს კომპანია „ბაზისბანკმა“ „ჰუალინგ თბილისი“ დაათვალიერებინა, ერთ სივრცეში გაერთიანებული ინფრასტრუქტურა და კომპანიის სამომავლო გეგმები გააცნო. „ბაზისბანკის“ წარმომადგენლებმა კონკურსის მონაწილეებს ბანკის ისტორიის, სამოქმედო გეგმის და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, რაც სტუდენტებს კონკურსის ფინალური დავალების შესრულებაში დაეხმარება. ფინალისტების დავალება განათლების მხარდაჭერის მიმართულებით სასურველი თემის შერჩევას გულისხმობს, რომელზეც გრძელვადიანი კამპანია და აქტივობები დაიგეგმება.
ნახვა »
« 1 ... 36 37 38 39 40 ... 198 »