ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 35 36 37 38 39 ... 198 »
8/ივლისი/2019
17 სურათი
წიგნის „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები" პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა წიგნის „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (საქართველოს კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა)" პრეზენტაცია.
ავტორები: ვასილ გონაშვილი, ლევან დარბაიძე. წიგნი დაიბეჭდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, თსუ ლექტორები და სტუდენტები.
ნახვა »
5/ივლისი/2019
28 სურათი
თსუ ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული ფსიქოლოოგის ფაკულტეტი გახდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით  გაიმართა Liga TSU-ს ფინალი, რომელზეც გამოვლინდა ჩემპიონატის გამარჯვებული,  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი "ზიმბარდო". გარდა ამისა სხვადასხვა ინდივიდუალური ტიტული მიენიჭა ტურნირში მოასპარეზე მოთამაშეებს, რომლებსაც ტურნირის სპონსორებმა "GG Group"-მა და "ევექსმა" ფულადი პრიზები გადასცეს. ფინალურ მატჩს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გაგოშიძე და თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ხარჯევანიძე ესწრებოდნენ. მათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეები დააჯილდოვეს.

ნახვა »
4/ივლისი/2019
7 სურათი
მემორანდუმი თსუ-სა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მოაწერეს. ხელშეკრულების მიზანია სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის, ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და სპეციალურ ტერმინთა დადგენისა და დამკვიდრების უზრუნველყოფისათვის ურთიერთთანამშრომლობის ფორმების დადგენა. ამ სფეროში განსახორციელებელ საქმიანობაში დეპარტამენტი ეყრდნობა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს, როგორც ერთადერთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციას, რომელიც მუშაობს ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაცია-სტანდარტიზაციის საკითხებზე.
ნახვა »
4/ივლისი/2019
14 სურათი
თენგიზ ცერცვაძე - 70
საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელის, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი  ინიციატორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის დაბადებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. საღამო თსუ პროფესორს, მედიცინის ფაკულტეტის დეკანს დიმიტრი კორძაიას მიჰყავდა.
თსუ-ში ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისთვის თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თენგიზ ცერცვაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დააჯილდოვა.
ნახვა »
4/ივლისი/2019
10 სურათი
თსუ ჩემპიონია
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი საუნივერსიტეტო ლიგის გამარჯვებულია. გუნდმა ფინალურ მატჩში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი 2:1 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.
ნახვა »
3/ივლისი/2019
15 სურათი
საქართველო-რუმინეთი, ურთიერთობის 300 წელი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, რუმენეთის მეცნირებათა აკადემიისა და ბუქარესტის უნივერსიტეტს შორის მოეწერა ხელი ურთიერთშეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, რომლის შედეგადაც შეიქმნა ისტორიკოსთა ქართულ-რუმინული კომისია. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მოაწერა. კომისიის მიზანია: შეისწავლოს ორ სახელმწიფოს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა სახის ურთიერთობების ისტორია; ჩაატაროს აღნიშნულ საკითხებზე  კონფერენცია; გამოსცეს სამეცნიერო ნაშრომები 2019 წელს აღნიშნება საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთობის 300 წლის იუბილე.
ნახვა »
« 1 ... 35 36 37 38 39 ... 198 »