ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 188 189 190 191 192 ... 198 »
29/იანვარი/2017
25 სურათი
სამეცნიერო კონფერენცია „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორია და სიძველეები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორია და სიძველეები“ გაიმართა. კონფერენცია მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს აღსაყდრების 40-ე საიუბილეო წლისთავს. კონფერენციაზე წარმოადგენილ მოხსენებებში განხილული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიის, ისტორიული გეოგრაფიის, არქეოლოგიის, ეპიგრაფიკის, ხელოვნებათმცოდნეობის, კოდიკოლოგიის, ეთნოლოგიის, ნუმიზმატიკის, ფილოლოგიის, დემოგრაფიისა და რელიგიის საკითხები. ფორმუმში მონაწილეობდა ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, ასევე ახალგაზრდა მეცნიერები. მნიშვნელოვანი იყო მათი გამოცდილების გაზიარება, მათ მიერ შესწავლილი მთის ისტორიის, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თავისებურებების გაცნობა.

ნახვა »
28/იანვარი/2017
28 სურათი
თსუ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება 25 წლისაა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის/დეპარტამენტის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მიმართულების კურსდამთავრებულები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებიდან, სხვადასხვა უწყებიდან, უნივერსიტეტებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ნახვა »
26/იანვარი/2017
8 სურათი
საკალათბურთო გუნდი "თსუ ჰიუნდაი" სეზონს განახლებული შემადგენლობით იწყებს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ ჰიუნდაი“ სეზონს განახლებული შემადგენლობითა და ახალი მიზნებით იწყებს. კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დახმარებით თსუ საკალათბურთო გუნდს სამი ლეგიონერი შეემატა ამერიკის სტუდენტური საკალათბურთო ლიგიდან. თსუ-სა და გუნდის გენერალურ სპონსორს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორმა დავით გიორგობიანმა.
ნახვა »
26/იანვარი/2017
5 სურათი
საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუმრებმა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციასა და ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრეს. 
ნახვა »
23/იანვარი/2017
8 სურათი
ტერენს კვიკის მოხსენება თემაზე: „ენა და კულტურა მსოფლიო ბერძნების შემაერთებელი რგოლები”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბ-ნ ტერენს კვიკი ეწვია. ტერენს კვიკმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ენა და კულტურა მსოფლიო ბერძნების შემაერთებელი რგოლები”.


ნახვა »
20/იანვარი/2017
13 სურათი
აკადემიკოს გიორგი თვალჭრელიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს გიორგი თვალჭრელიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართა. კონფერენციაში ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს გეოლოგიური მომსახურების ცენტრის, თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტისა და თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.
ნახვა »
« 1 ... 188 189 190 191 192 ... 198 »