ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 190 191 192 193 194 ... 198 »
10/იანვარი/2017
7 სურათი
ივანე ჯავახიშვილის ალბომის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.  ალბომში შესულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ივანე ჯავახიშვილის პირადი საარქივო ფონდის მასალა, რომელიც მოიცავს სამართლისა და ეკონომიკის ტერმინებს. ტერმინები შედგენილია ივანე ჯავახიშვილის მიერ ისტორიულ საბუთებზე, წყაროებზე და ხელნაწერებზე დაყრდნობით. გამოცემა მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს. პროექტი განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ.
ნახვა »
10/იანვარი/2017
5 სურათი
აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადებიდან 132 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოებამ და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადებიდან 132 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
ნახვა »
28/დეკემბერი/2016
7 სურათი
ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის მე-6 ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის მე-6 ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი" გაიხსნა. სიმპოზიუმის ფარგლებში გაიხსნება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ახალი ლაბორატორია, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევების წარმოებას, სწავლისა და სწავლების პროცესს.
ნახვა »
27/დეკემბერი/2016
6 სურათი
კრებულის „სტურუას შექსპირის სამყარო“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრებულის-„სტურუას შექსპირის სამყარო“ სტუდენტების სტატიები და მოსწავლეების ესეები - წარდგინება გაიმართა. კრებულში შესულია 2014, 2015 და 2016 წელს პროექტში  „სტურუას შექსპირის სამყარო“ მონაწილე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო სტატიები და თბილისის, გორის, ქუთაისისა და ზუგდიდის სკოლების მოსწავლეების ესეები. კრებულში ასევე თავმოყრილია თსუ-ის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში გამარჯვებული სტუდენტების ნაშრომები და პროექტის „სტურუას შექსპირის სამყარო“ შესახებ შექმნილი სტუდენტური ესეები.
ნახვა »
24/დეკემბერი/2016
9 სურათი
კონკურსი „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეთა კონკურსის „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“ დასკვნითი ტური გაიმართა. კონკურსის მთავარი პირობას წარმოადგენდა, რომ ნაძვის ხე დამზადებული ყოფილიყო საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და ამით არანაირი ზიანი არ ადგებოდეს გარემოს.
ნახვა »
23/დეკემბერი/2016
6 სურათი
„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის“ მეოთხე ნომრის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის“ მეოთხე ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალი განკუთვნილია როგორც თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთათვის, ისე სხვა ახალგაზრდა მკვლევართათვის. ჟურნალი დაეხმარება მკვლევრებს სამეცნიერო-კვლევითი უნარების დაუფლებაში და საშუალებას მისცემს ნაშრომები გააცნონ ფართო აკადემიურ საზოგადოებას.
ნახვა »
« 1 ... 190 191 192 193 194 ... 198 »