ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 186 187 188 189 190 ... 198 »
10/თებერვალი/2017
10 სურათი
დავით ლორთქიფანიძემ თსუ-ში „წლის პირველ საჯარო ლექცია“ წაიკითხა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში წაიკითხა საჯარო ლექცია „თანამედროვე მონაცემები უძველესი ჰომოს შესახებ.“ ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ნახვა »
10/თებერვალი/2017
9 სურათი
აფხაზური ბიბლიოთეკის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში აფხაზური ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა. ბიბლიოთეკაში ინახება ბევრი უნიკალური მასალა, რომელიც საინტერესო იქნება აფხაზეთში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებული  პირებისათვის. ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს აფხაზეთში გამოცემულ ლიტერატურას, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ დოკუმენტებს, მხატვრულ ლიტერატურას ქართულ და აფხაზურ ენებზე, პუბლიცისტიკას, აფხაზურ პრესას. 
ნახვა »
10/თებერვალი/2017
6 სურათი
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-11 ფორუმი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-11 ფორუმი "დისკრეციული უფლებამოსილება ქართული საჯარო მმართველობის კულტურის ჭრილში" ჩატარდა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებათა წარმომადგენლებმა, საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა ულრიხ შტელკენსმა, რომელმაც მოხსენება გააკეთა თემაზე „დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გერმანული და ევროპული სამართლის მაგალითზე“.
ნახვა »
8/თებერვალი/2017
33 სურათი
თსუ 99 წლის იუბილე
2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იუნესკოს ეგიდით აღინიშნება. ეს სიახლე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის 99 წლის იუბილეზე შეკრებილებს გააცნო. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.  უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით თსუ წარჩინებული სტუდენტები სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ნახვა »
7/თებერვალი/2017
9 სურათი
სამეცნიერო ჟურნალის „თსუ სამართლის მიმოხილვის“ წარდგენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის ახალდაფუძნებული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის „თსუ სამართლის მიმოხილვის“ 2016 წლის №1, სპეციალური გამოცემის წარდგენა გაიმართა. გამოცემა მომზადებულია ამავე ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის მიერ. ჟურნალი გამოიცემა იურიდიული ფირმის „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ მხარდაჭერით. ამავე ღონისძიების ფარგლებში, კონფერენციაში „ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ქმედუნარიანობა –კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროპეიზაცია“  მონაწილე სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.

ნახვა »
7/თებერვალი/2017
13 სურათი
შოთა მესხიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვილი ღონისძიება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოჩენილი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის შოთა მესხიას დაბადებიდან  100 წლისთავისადმი მიძღვილ ღონისძიებას უმასპინძლა . შეხვედრაზე ახალი კრებულის „შოთა მესხია 100“ წარდგინება გაიმართა. წიგნი სამეცნოერო ხასიათისაა და სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და დარგით დაინტერესებული პირებისთვის არის განკუთვნილი. კრებული საქართვლოს ისტორიის ინსტიტუტის ინიციატივით შეიქმნა .

ნახვა »
« 1 ... 186 187 188 189 190 ... 198 »