ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 187 188 189 190 191 ... 198 »
6/თებერვალი/2017
9 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კონკურენციის სააგენტოს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კონკურენციის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 99 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გაფრომდა.მემორანდუმის თანახმად მხარეები განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს, ხელს შეუწყობენ სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას და კვალიფიციური კადრების მომზადებას; სამეცნიერო და შემეცნებით პროექტებს. თსუ და კონკურენციის სააგენტო დაგეგმავენ ერთობლივ პროექტებს, სემინარებს, კონფერენციებს, ტრენინგებს; მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დონის საგანმანათლებლო და პრაქტიკული ღონისზიებების შემუშავებასა და განხორციელებაში. უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან სააგენტოში. 



ნახვა »
6/თებერვალი/2017
13 სურათი
საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ საზეიმო ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ საზეიმო ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ პროფესორი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ. ფონდის მისიაა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტებისთვის, რომელთაც არ აქვთ სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა, განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა  ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გზით. საზეიმო ღონისძიებაზე „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერებს მადლობის სიგელები გადაეცათ.  

ნახვა »
5/თებერვალი/2017
19 სურათი
“მეცნიერების თასი 2017” და „ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში-2017“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, X-XII კლასის მოსწავლეთათვის "მეცნიერების თასი 2017’’ და „ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში-2017“  ფინალური ტური გაიმართა. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი სამახსოვრო წარწერით, ხოლო მონაწილე  გუნდების თითოეული წევრი და ჯგუფის ხელმძღვანელი სერტიფიკატითა და სამახსოვრო სუვენირით დაჯილდოვდა. გამარჯვებული გუნდის იმ წევრებისათვის, რომლებიც 2017 წელს ჩაირიცხებიან SDSU-საქართველო თსუ პროგრამებზე სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააწესა სასწავლო სტიპენდია.

.
ნახვა »
3/თებერვალი/2017
9 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია:"ირანის ისლამური რევოლუცია და მისი შედეგები"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის“, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ირანისტიკის კათედრისა და საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია "ირანის ისლამური რევოლუცია და მისი შედეგები"გაიმართა. 

ნახვა »
1/თებერვალი/2017
6 სურათი
ევროკომისიის წარმომადგენლის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან
ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი ქრისტიან დანიელსონი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და გამოწვევებზე, ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. ღონისძიებას, რომლის მასპინძელი თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი იყო, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, სტუდენტებთნ ერთად ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი და აკადემიკოსი, პროფესორი ლევან ალექსიძე დაესწრნენ. 

ნახვა »
30/იანვარი/2017
5 სურათი
გრიგოლ გეგელიას საჯარო ლექცია - „ნოე ჟორდანიას პოლიტიკური აზრი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-21 წწ.) შემსწავლელმა ცენტრ-ბიბლიოთეკამ ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის (ფლორენცია) ისტორიისა და ცივილიზაციის დეპარტამენტის დოქტორანტის გრიგოლ გეგელიას საჯარო ლექცია-„ნოე ჟორდანიას პოლიტიკური აზრი“ გამართა. ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-21 წწ.) მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას დაბადებიდან 149 წლის იუბილეს. 
ნახვა »
« 1 ... 187 188 189 190 191 ... 198 »