ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 189 190 191 192 193 ... 198 »
17/იანვარი/2017
15 სურათი
თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ ათენისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორს, დოქტორ ამალია მოსერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს იურგენ ბოსს, ლონდონის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, დოქტორ პიტერ ლიდიარდს და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს ვოლფგანგ ვენგს.
ნახვა »
17/იანვარი/2017
5 სურათი
დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის დელეგაცია ეწვია. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCD) პრეზიდენტთან პროფესორ ენდრიუ  დიკსთან, კოლეჯის  რეგიონულ მენეჯერთან ეისლინგ ტიერნანთან, არქიტექტურის სკოლის დირექტორთან, პროფესორ დევიდ ფიცპატრიკთან და საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან ნინო ჭელიძესთან გამართეს შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წარმომადგენლები გოგონათა ტრადიციული მუსიკის ანსამბლის "თსუ გორდელას“ რეპეტიციას დაესწრნენ.
ნახვა »
13/იანვარი/2017
6 სურათი
თსუ-სა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სემინარი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის “სომხურ-ქართული თანამშრომლობის სტრატეგიები აკადემიური სივრცისა და სტუდენტთა ჩართულობის გზით 2” ფარგლებში თსუ-სა(ქეთევან ხუციშვილი) და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (დავიდ ოვანესიანი) ერთობლივი სემინარი გაიმართა. 

ნახვა »
13/იანვარი/2017
13 სურათი
დიდი ბრიტანეთის ელჩის ლექცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი, თსუ ლექტორის გიორგი ბადრიძის სალექციო კურსის "დიდი ბრიტანეთის საგერო პოლიტიკა" ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა და წაიკითხა საჯარო ლეცია საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობებზე. 
ნახვა »
11/იანვარი/2017
6 სურათი
ალექსანდრე ალექსიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ალექსიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საინსტიტუტო სამეცნიერო სიმპოზიუმი და საიუბილეო სხდომა გამართა.

ნახვა »
11/იანვარი/2017
8 სურათი
“მედიტერრანეა”-ს იმიტაციური ექსპერიმენტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანი თამაშის “მედიტერრანეა”-ს იმიტაციური ექსპერიმენტი ჩატარდა. იმიტაციურ ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა. მონაწილეთა ამოცანა იყო ჯგუფური და საზოგადოებრივი ინტერესების შეთანხმება ზღვის და მისი სანაპიროების  ინტენსიური დაბინძურების პირობებში. სტუდენტებმა წარმოადგინეს ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლების პოზიციები და განიხილეს პრობლემის მოგვარების სხვადასხვა შესაძლო ვარიანტი, რისთვისაც შესწავლილი და გაანალიზებული ჰქონდათ ყველა სახის დაბინძურების წყაროები და დადგენილი ჰქონდათ მათი გავლენის დონე  გარემოზე აღნიშნულ ქვეყნებში. 
ნახვა »
« 1 ... 189 190 191 192 193 ... 198 »