ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 185 186 187 188 189 ... 198 »
21/თებერვალი/2017
8 სურათი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრი აქსელ ფიშერი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელი აქსელ ფიშერი ეწვია. შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანულ უნივერსიტეტებთან სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს, კერძოდ, ინჟინერინგის მიმართულების შემდგომ განვითარებაზე.


ნახვა »
21/თებერვალი/2017
5 სურათი
"მულტილინგვური სწავლების სტრატეგიების შემუშავება ენობრივ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ინტერდისციპლინური საგრანტო პროექტის "მულტილინგვური სწავლების სტრატეგიების შემუშავება ენობრივ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით"  შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. 
ნახვა »
17/თებერვალი/2017
6 სურათი
"მიგრაციის სწავლების წახალისება უმაღლეს განათლებაში"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის:"მიგრაციის სწავლების წახალისება უმაღლეს განათლებაში" ფარგლებში გაიმართა კონსორციუმის პირველი შეხვედრა.ღონისძიების დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა - პროფესორმა ლევან ალექსიძემ და ერასმუს +-ის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ლიკა ღლონტმა.
ნახვა »
16/თებერვალი/2017
15 სურათი
თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ორიგინალური სტენდით წარსდგა. გამოფენაზე თსუ-ს ყველაზე "ეფექტური კომუნიკაციისთვის" სერტიფიკატი გადაეცა. ღინისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიხსნა, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თსუ ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ. თსუ სტენდი მეიქათონზე უნივერსიტეტის სტუდენტების (მექი გიორგაძე, ენდი ჭელიძე) მიერ წარდგენილი წარმატებული პროექტის მიხედვით შეიქმნა და თბილისის ურბანული სივრცის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. სტუდენტური პროექტი ამავდროულად წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ საგამოფენო სივრცეს მზის ბატარეებზე მომუშავე ინოვაციური სკამით, მობილურებისა და ლეპტოპების დამტენებით, მაღალსიჩქარიანი WIFI-ით და ველოსიპედის პარკინგით. გამოფენაზე, ასევე წარმოდგენილი იყო თსუ სტუდენტების მიერ ფაბლაბში მომზადებული ინოვაციური პროექტები. 

ნახვა »
13/თებერვალი/2017
12 სურათი
ნიკოლას ნიუჯენტის საჯარო ლექცია "მიზანმიმართული სიცრუე ანუ “ფეიკი” ხარისხიანი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში BBC-ს რედაქტორმა და ჟურნალისტმა ნიკოლას ნიუჯენტიმ სტუდენტებს საჯარო ლექცია "მიზანმიმართული სიცრუე ანუ “ფეიკი” ხარისხიანი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ" წაუკითხა. ლექციის თემატიკა ყალბი ახალი ამბების გავრცელებასთან ბრძოლას ეხებოდა. შეხვედრა გაიმართა კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში”ფარგლებში. კონკურსი 2012 წელს დაარსდა, და მიზნად ისახავს პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას. ყოველწლიურად, პრიზები გაიცემა ბეჭდვით, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტოჟურნალისტიკაში. დამატებით, ევროკავშირის სადამკვირვებლომისია გასცემს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში.
ნახვა »
10/თებერვალი/2017
7 სურათი
სამეცნიერო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებში მეხუთე ყოველწლიური საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციის პლენარული სესია გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დეპარტამენტების სამეცნიერო ანგარიშები, თითოეულმა დეპარტამენტმა წარმოადგინა ერთი სამეცნიერო მოხსენება. კონფერენციის ბოლოს დეპარტამენტებიდან გამოვლენილი გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ დეკანის პრიზით.
ნახვა »
« 1 ... 185 186 187 188 189 ... 198 »