ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 184 185 186 187 188 ... 198 »
24/თებერვალი/2017
7 სურათი
თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 75 წლის იუბილე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ანგარიში-პრეზენტაცია გამართა. იუბილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ რეტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმდები დაესწრნენ. გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ღვაწლი და მნიშვნელობა ქართული სახელმწიფო ენის მსახურების სფეროში.
ნახვა »
24/თებერვალი/2017
16 სურათი
პირველი „საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში“ წინაშესარჩევი I ტური გაიხსნა. საქართველოში პირველად იქმნება საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა, რომელსაც გერმანული სამეცნიერო ფონდი Volkswagen Stiftung დააფინანსებს. საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი "Cross-National Doctoral School" ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ხორციელდება. 

ნახვა »
24/თებერვალი/2017
9 სურათი
საქართველო ცვალებად საერთაშორისო გარემოში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით გაიმართა საპანელო დისკუსია თემაზე:“საქართველო ცვალებად საერთაშორისო გარემოში“, რომელიც მიეძღვნა ცნობილი ქართველი დიპლომატისა და მეცნიერის ლევან მიქელაძის 60 წლისთავს. ღონისძიებაზე განხილული იყო საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მთავარი შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც დაკავშირებულია საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური განვითარების მიმდინარე პროცესებთან.
ნახვა »
23/თებერვალი/2017
5 სურათი
ახალი პროექტები თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტრატეგიული განვითარების გეგმით (2017-2021) დასახული მიზნების მისაღწევად ახალი პროექტების განხორციელება იწყება, რომელთა შესახებაც ბრიფინგზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა.
ნახვა »
22/თებერვალი/2017
6 სურათი
თსუ რექტორის ვიზიტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ესტუმრა. თსუ რექტორს, მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილეებმა-შალვა გოგოლაძემ და რევაზ ჯაველიძემ უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ასევე, დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში პროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარებას. სამინისტრო უნივერსიტეტს სპორტული ორგანიზაციების დახმარებით და ინფრასტრუქტურის გამოყენების თვალსაზირისითაც დაეხმარება.
ნახვა »
22/თებერვალი/2017
5 სურათი
ფოტოკონკურსის "შენი თვალით დანახული საქართველოს ბუნება" ფინალური ტური
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ფოტოკონკურსის "შენი თვალით დანახული საქართველოს ბუნება" ფინალური ტური გაიმართა. პროექტის გამარჯვებულებს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ. (facebook გამარჯვებული  - გიგა უჩანეიშვილი, პირველი ადგილი - ლაშა შერმაზაშვილი, მეორე ადგილი - მარიამ მეხრიშვილი, მესამე ადგილი - ნუცა ბალახაშვილი)
ნახვა »
« 1 ... 184 185 186 187 188 ... 198 »