ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 183 184 185 186 187 ... 198 »
2/მარტი/2017
9 სურათი
ბულგარეთის რესპუბლიკის ნაციონალური დღე თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბულგარეთის რესპუბლიკის ნაციონალურ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიბას თსუ რექტორი გიორგი შარვშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ნახვა »
2/მარტი/2017
5 სურათი
კარი ტაპიოლას საჯარო ლექცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტისა და ა(ა)იპ – თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის თანაორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხარდაჭერით, გაიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის სპეციალური მრჩევლის კარი ტაპიოლას საჯარო ლექცია თემაზე – შრომის საერთაშორისო სტანდარტების როლი სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერებაში.


ნახვა »
28/თებერვალი/2017
5 სურათი
“ბრძოლა დამოუკიდებლობის დაცვისათვის: 1921 წლის თებერვალ-მარტი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-21 წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე-“ბრძოლა დამოუკიდებლობის დაცვისათვის: 1921 წლის თებერვალ-მარტი“. დისკუსია შეეხო 1921 წლების თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას, საქართველოსა და საბჭოთა რუსეთის ჯარებს შორის მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებს. მოხსენებები წაიკითხეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიკოსმა მიხეილ ბახტაძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტმა დიმიტრი სილაქაძემ.


ნახვა »
27/თებერვალი/2017
35 სურათი
აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა. იუბილეს ფარგლებში გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია, ასევე გაიმართა ფოტოგამოფენა „აკაკი შანიძე-130“ და აკაკი შანიძის ნაშრომებისა და პერიოდიკაში დაბეჭდილი სტატიების გამოფენა, მათ შორის, აკაკი შანიძის პირველი დაბეჭდილი სტატია, რომელიც 1906 წელს გამოქვეყნდა გაზეთ ,,მუშაში", სახელწოდებით ,,რას ვუცადოთ". ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები, აკაკი შანიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ნახვა »
27/თებერვალი/2017
5 სურათი
საერთაშორისო სისხლის სამართალი: დისკუსია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის თემას მიუძღვნა. ღონისძიებას საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი - პროფესორი ლევან ალექსიძე, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, მოწვეულ სტუმრები, სტუდენტები დასწრნენ. დისკუსია, რომელიც ეროვნულ დონეზე მომუშავე პრაქტიკოსებისთვის საერთაშორისო (ძირითადად ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ) დანაშაულს დაეთმო, თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და Case Matrix Network-ის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
ნახვა »
24/თებერვალი/2017
10 სურათი
სამეცნიერო კონფერენცია „კონფლიქტები კავკასიაში - გადაწყვეტის ალტერნატიული პერსპექტივები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია „კონფლიქტები კავკასიაში-გადაწყვეტის ალტერნატიული პერსპექტივები“ გაიმართა. კონფერენციის მიზანია კავკასიის კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების მოკლე ისტორიული ანალიზი რეგიონის გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და კულტურულ-ცივილიზაციური ფუნქციური დატვირთვის კონტექსტში. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტების დინამიკა, სამიტებისა და მათი გადაწყვეტილებების არაქმედითუნარიანობის მიზეზები, კონფლიქტების მოუგვარებლობის შიდა და გარე ფაქტორები, საქართველოს როლი ამ კონფლიქტების გადაჭრის გზაზე, კონფლიქტების გადაჭრის სტრატეგიული დოკუმენტების კრიტიკული ანალიზი და ამ სტრატეგიის რეალობაში განხორციელების წინაღობები.
ნახვა »
« 1 ... 183 184 185 186 187 ... 198 »