ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 182 183 184 185 186 ... 198 »
8/მარტი/2017
7 სურათი
თსუ სტუდენტის ვახო კამკამიძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სტუდენტის ვახო კამკამიძის ლექსების კრებულის "სისხლისფერი ვარდები" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მისი პოეზიის მოყვარულები ესწრებოდნენ.
ნახვა »
7/მარტი/2017
8 სურათი
ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-კონკურსი 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრში, ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა პროექტის “ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-2017” დასკვნითი ღონისძიება. ასევე გაიმართა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის - „თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული ვეფხისტყაოსანი“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი-აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე),  გეგმური პრეზენტაცია.
ნახვა »
7/მარტი/2017
13 სურათი
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი თსუ-ს ეწვია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოძიასმა საჯარო ლექცია „საბერძნეთი და რეგიონული თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის ხელშეწყობა“ წაიკითხა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები ესწრებოდნენ. საჯარო ლექციაზე ნიკოს კოძიასმა ისაუბრა ევროკავშირში არსებულ ღირებულებებებსა და ფასეულობებზე, ევროკავშირ-საბერძნეთის და საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობებზე, ბრექსიტზე, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე, საქართველოს ინტეგრაციაზე ევროკავშირში. საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის, ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერისათვის თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ნიკოს კოძიასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.

ნახვა »
6/მარტი/2017
11 სურათი
თსუ X (მაღლივი) კორპუსში კვების ობიექტი ამოქმედდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო. თსუ X (მაღლივი) კორპუსში კვების ობიექტი ამოქმედდა. ობიექტი, ძირითადად თსუ მაღლივი კორპუსის, ბიოლოგების კორპუსის და ბიბლიოთეკის სტუდენტებსა და თანამშრომლებს უზრუნველყოფს. კვალიფიციურ პერსონალთან ერთად სტუდენტებს და თსუ თანამშრომლებს ტურიზმის პროფესიული პროგრამის სტუდენტები მოემსახურებიან. მომავალში კვების ობიექტზე თსუ სტუდენტები დასაქმდებიან. უახლოეს პერიოდში კვების ობიექტი თსუ პირველ კორპუსთანაც გაიხსნება.
ნახვა »
5/მარტი/2017
8 სურათი
„ქართული შრომის სამართლის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები”
საქართველოში შრომის სამართლის თანამედროვე პრობლემების განხილვისათვის ნეიტრალური აკადემიური პლატფორმის შექმნა და დიალოგის ხელშეწყობა იყო ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის „ქართული შრომის სამართლის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები” მთავარი თემა.  თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორებმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა, ამერიკელმა და ევროპელმა სპეციალისტებმა, პროფკავშირის წარმომადგენლებმა, მოსამართლეებმა და პარლამენტის წევრებმა ორი დღის განმავლობაში საქართველოში შრომითი ურთიერთობების და შესაბამისი კანონმდებლობის რეფორმის გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.
ნახვა »
3/მარტი/2017
12 სურათი
საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელთა შეხვედრა თსუ სტუდენტებთან
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანაშემწე ია ანთაძე,  საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი პაატა ქურდაძე, სტუდენტები, პროფესორები დაესწრნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა უპასუხეს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების კითხვებს, თუ რა ცვლილებები იგეგმება, როგორ უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ნახვა »
« 1 ... 182 183 184 185 186 ... 198 »