ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 181 182 183 184 185 ... 198 »
14/მარტი/2017
10 სურათი
წიგნის „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ წარდგინება თსუ-ში
ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ასისტენტ-პროფესორის, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის გიორგი დვალაშვილის წიგნის „საქართველოს ბუნების 100 საოცრების“ წარდგინება გაიმართა. წიგნში აღწერილია საქართველოს ბუნების 100 ღირსშესანიშნავი ძეგლი. ობიექტები წარმოდგენილია რეგიონების მიხედვით, მათ შორის, წიგნში შეტანილია ოკუპირებული რეგიონების ბუნების ძეგლები. „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ გამომცემლობა კლიომ სერიის „საქართველოს საგანძური“ ფარგლებში გამოსცა.
ნახვა »
14/მარტი/2017
9 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია "რელიგიისა და რბილი ძალის საკითხები სამხრეთ კავკასიის რეგიონში"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა საერთაშორისო კონფერენცია "რელიგიისა და რბილი ძალის საკითხები სამხრეთ კავკასიის რეგიონში" გაიმართა. ორდღიანი კონფერენციის პანელები შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა-რელიგია, პოლიტიკა და რბილი ძალა. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ როლზე, რომელსაც რელიგია თამაშობს სამხრეთ კევკასიის რეგონში და მის საზღვრებს გარეთ.
ნახვა »
13/მარტი/2017
7 სურათი
საერთშორისო ვორკშოფი თემაზე „რელიგიათშორის დიალოგი და მისი როლი რელიგიური ტურიზმის განვითარებაში“
5-12 მარტს ფლორენციაში გაიმართა სტუდენტთა საერთშორისო ვორკშოფი თემაზე „რელიგიათშორის დიალოგი და მისი როლი რელიგიური ტურიზმის განვითარებაში“. ღონისძიების ორგანიზატორი იყო რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის ორგანიზებით. ვორკშოფში მონაწილეობდნენ თსუ  სტუდენტები და პროფესორები. ქართულ ჯგუფს პროექტის ლიდერი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათ ფაკულტეტის პროფესორი ლეილა ხუბაშვილი ხელმძღვანელობდა. ერთი კვირის მანძილზე გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა რელიგიური მიმართულების წარმომადგენლებთან, საქართველოს ელჩთან  ვატიკანში თამარ გრძელიძესთან. სტუდენტებმა იმუშავეს ინტერკონფესიურ ჯგუფებში, ქუჩაში ჩაიწერეს ინტერვიუები სხვადასხვა კონფესიის ახალგაზრდებთან  და, შემდგომ, წარმოადგინეს საფინალო პროექტი.

ნახვა »
13/მარტი/2017
20 სურათი
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია "მრავალპარტიულობა და პოლიტიკური პლურალიზმი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელმა ცენტრმა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებისა და დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 98 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „მრავალპარტიულობა და პოლიტიკური პლურალიზმი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის  სტუდენტებმა. 
ნახვა »
13/მარტი/2017
11 სურათი
თომა ჩაგელიშვილის ფილმის ,,დიუმას ნაკვალევზე" ჩვენება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით თომა ჩაგელიშვილის ფილმის ,,დიუმას ნაკვალევზე'' ჩვენება გაიმართა. ღონისძიება თსუ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სალექციო კურსის ფარგლებში:,,ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორია'' ჩატარდა. ფილმის ჩვენებას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე ნოზაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სტუდენტები დაესწრნენ. 
ნახვა »
13/მარტი/2017
10 სურათი
კომპიუტერული რესურსცენტრი ბაგების სტუდქალაქში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაგების სტუდქალაქში კომპიუტერული რესურსცენტრი გაიხსნა. ახალ რესურსცენტრში არსებული 15 კომპიუტერით სტუდქალაქში მცხოვრები 240-მდე სტუდენტი ისარგებლებს. აქვეა საპრეზენტაციო სივრცე, რომელიც პროექტორითა და ეკრანითაა აღჭურვილი. რესურსცენტრში სტუდენტები ინტერნეტით უფასოდ ისარგებლებენ.
ნახვა »
« 1 ... 181 182 183 184 185 ... 198 »