ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 180 181 182 183 184 ... 198 »
21/მარტი/2017
6 სურათი
„კონფლიქტების პრევენცია სკოლებში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე „კონფლიქტების პრევენცია სკოლებში“.  ტრენინგის ორგანიზატორია თსუ კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მიმართულება და კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თსუ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ნახვა »
20/მარტი/2017
24 სურათი
თსუ სტუდენტთა მხატვრული ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში თსუ სტუდენტთა მხატვრული ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა.  გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტთა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. გამოფენაში მონაწილე ყველა სტუდენტი დაჯილდოვდა სერტიფიკატით.
ნახვა »
17/მარტი/2017
8 სურათი
თსუ სტუდენტების ვიზიტი ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებული სასწავლო-აკადემიური ვიზიტის ფარგლებში, ბრიუსელს ესტუმრნენ და ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში შეხვედრები გამართეს. დელეგაცია 18 სტუდენტისგან შედგებოდა, მათი უმეტესობა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამედიცინო და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები არიან.
ნახვა »
15/მარტი/2017
16 სურათი
ელდარ შენგელაიას საღამო თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელდარ შენგელაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მოსწავლეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ცნობილი კინორეჟისორის დამსახურება საზოგადოების წინაშე. უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური და ორგანიზაციული მოღვაწეობისთვის, დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ელდარ შენგელაია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დააჯილდოვა. საღამოზე ნაჩვენები იყო ნაწყვეტები მისი ფილმებიდან, აგრეთვე, ახალი ფილმის „სავარძელი“ ტრეილერი, რომლის პრემიერაც ახლახანს გაიმართა. 

ნახვა »
14/მარტი/2017
12 სურათი
ირანელი ლიტერატურული მოღვაწეების შემოქმედების მიმოხილვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანის ისლამური რესპუბლიკის სალჩოსა და თავრიზის უნივერსიტეტის ორგანიზებით ლიტერატურული საღამო "შაჰრიარის როლი სპარსულ ლიტერატურაში" გაიმართა.

ნახვა »
14/მარტი/2017
9 სურათი
წიგნის „ჩერქეზული კულტურა“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტისა და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ორგანიზებით პროფესორ ნუგზარ ანთელავას წიგნის „ჩერქეზული კულტურა“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ჩერქეზული ენისა და კულტურის დღეს მიეძღვნა. წიგნის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მეცნიერებმა ჩერქეზ კოლეგებთან ერთად.
ნახვა »
« 1 ... 180 181 182 183 184 ... 198 »