ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 179 180 181 182 183 ... 198 »
24/მარტი/2017
16 სურათი
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებიდან 10 წლის საიუბილეო ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებიდან 10 წლის და რომის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 წლის საიუბილეო ღონისძიება „ევროკავშირი 60. ევროკავშირის წარსული, აწმყო და მომავალი" გაიმართა. 2007 წლიდან დღემდე რამდენიმე ასეულმა სტუდენტმა წარმატებით დაამთავრა თსუ ევროპისმცოდნეობის სასწავლო პროგრამა და ასევე წარმატებით დასაქმდა საჯარო სექტორში, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში. ღონისძიების ფარგლებში თსუ ევროპული კველევების ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ.


ნახვა »
23/მარტი/2017
18 სურათი
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა გაიმართა. კონფერენციაში მონაწილე საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა, დოქტორანტებმა, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა წაიკითხეს მოხსენებები ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საეკლესიო და ისტორიულ რეალიებზე; ამ საკითხთან დაკავშირებულ საზოგადოებისთვის უცნობ ფაქტებზე. ღონისძიების ფარგლებში გახსნილ გამოფენაზე ,,ავტოკეფალია 100“ წარმოდგენილი იყო თსუ ბიბლიოთეკასა და მუზეუმში დაცული საეკლესიო უნიკალური გამოცემები და ხელნაწერები. აგრეთვე, ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში მონაწილე იმ სასულიერო პირების ფოტოები და მათი მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები, რომლებიც შემდგომში სხვადასხვა დროს საქართველოს პატრიარქები გახდნენ.
ნახვა »
23/მარტი/2017
13 სურათი
სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. საჯარო სექტორში სტაჟირების საპილოტე პროგრამას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაერო-ს ასოციაციასთან თანამშრომლობით იწყებს, რომელიც „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ 1+4 მონაწილე სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. სახელმწიფო მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.


ნახვა »
22/მარტი/2017
4 სურათი
"როგორ დავიწყე სტარტაპი?"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბში პროექტის "როგორ დავიწყე სტარტაპი?" ფარგლებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა  ჰქონდათ გაეცნოთ უკვე წარმატებული ქართველი სტარტაპელები: გიგი გაჩეჩილაძე - construct.ge, სერგეი სტეფანოვი - GoTrip, ბაჩო ხაჩიძე - TreePex, ვასილ ხურცილავა - Admove, კობა ცერცვაძე - CNICK. მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე, უპასუხეს შეკითხვებს და კონკრეტული რჩევები მისცეს მომავალ სტარტაპელებს.


ნახვა »
21/მარტი/2017
23 სურათი
„გადაწერე ვეფხისტყაოსანი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ მიიღეს მონაწილეობა და "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერ წიგნში თითო სტროფი გადაწერეს. პროექტი "გადაწერე ვეფხისტყაოსანი" თბილისის საკრებულოს ინიციატივით 2016  წელს დაიწყო და ის შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნება.
ნახვა »
21/მარტი/2017
9 სურათი
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ ქალაქ თბილისის N198 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოინახულა. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრის წევრებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები, თიხისგან მოამზადეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღანიშნავი ლოგოები, ასევე შექმნეს პლაკატები, რომელიც 21 მარტის დღეს ეძღვნებოდა. ქალაქ თბილისის N198 საჯარო სკოლაში 170-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე იღებს განათლებას. სკოლის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების, მათ შორის დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებისთვის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფა.
ნახვა »
« 1 ... 179 180 181 182 183 ... 198 »