ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 178 179 180 181 182 ... 198 »
30/მარტი/2017
7 სურათი
წიგნის „არასრული ხელნაწერი“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლის მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში პროფესორ ქამალ აბდულას (აბდულაევის) ნობელის პრემიის ნომინანტი ნაწარმოების „არასრული ხელნაწერი“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

ნახვა »
30/მარტი/2017
9 სურათი
ევროპიდან ევროპისკენ - საქართველო ვიზალიბერალიზაციის გზაზე
ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმავალ მგზავრთა პირველ ნაკადს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების წარმატებული სტუდენტები და მეცნიერები შეუერთდნენ. უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად სიმბოლური ვიზიტით 28 მარტს უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქს - ათენს და ევროპის პოლიტიკურ ცენტრს - ბრიუსელს ეწვია.
ნახვა »
28/მარტი/2017
10 სურათი
ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის კათედრამ სტუდენტების მონაწილეობით წარმოადგინა ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი თეატრალიზებული საღამო.
ნახვა »
28/მარტი/2017
5 სურათი
„დედამიწის კალენდარი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში პროექტ „დედამიწის კალენდრის“ დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავდა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტებისათვის თანამედროვე მეთოდების საფუძველზე, სასწავლო რესურის შექმნასა და დანერგვას, რაც სასწავლო პროცესზე კალენდარული ფორმატის მორგებას გულისხმობს. დახურვის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის მოკლე აღწერა, სრული ანგარიში, პროექტის ფარგლებში მომზადებული სასწავლო რესურსი, „დედამიწის კალენდარი“ და სტუდენტების მიერ მომზადებული ვიდეორგოლი  განხორციელებული აქტივობების შესახებ.
ნახვა »
25/მარტი/2017
11 სურათი
ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის ეროვნული-საფინალო რაუნდი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფობუნივერსიტეტში ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის ეროვნული-საფინალო რაუნდი გაიმართა. „ინგლისურის ენის მართლწერის  ნაციონალური კონკურსი“ (NESC-GE) ამერიკული პროექტის, “Spelling BEE”-ს ანალოგია და წელს უკვე მეხუთედ გაიმართა საქართველოში. მასში ჩართულნი იყვნენ მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეები საქართველოს 12 რეგიონიდან. მონაწილეები ერთმანეთს რთული ინგლისური სიტყვების დამარცვლაში ეჯიბრებოდნენ. კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს ქართველ მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს გაიუმჯობესონ ინგლისური ენის უნარები და წარმოაჩინონ თავიანთი სკოლა.
ნახვა »
25/მარტი/2017
16 სურათი
საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო გამართა. ღონისძიებით გაიხსნა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის საიუბილეო წელი და კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალი „ოქროს საწმისი“. საღამოზე ასევე გაიმართა კონცერტი თსუ ქორეოგრაფიული ანსამბლისა და საქართველოს ბერძნული ფედერაციის კულტურული ცენტრის მონაწილეობით.
ნახვა »
« 1 ... 178 179 180 181 182 ... 198 »