ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 177 178 179 180 181 ... 198 »
3/აპრილი/2017
8 სურათი
წიგნების: „ნართების თქმულებები ბავშვებისათვის“ და „ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნების:„ნართების თქმულებები ბავშვებისათვის“ და „ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნები გამოიცა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივით COBERM-ის ფინანსური მხარდაჭერით ა(ა)იპ „კავკასიური მოზაიკას“ პროექტის ფარგლებში. ნართების ეპოსი ბავშვებისათვის ადაპტირებული სახით პირველად ქვეყნდება. ნართების თქმულებები და ზღაპრები სპეციალურად პატარა მკითხველებისთვის გადამუშავდა და ითარგმნა. წიგნი გაფორმებულია ქართველი და ოსი მხატვრების ნამუშევრებით. ღონისძიება მხატვრულად გააფორმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „ნართები“.
ნახვა »
3/აპრილი/2017
8 სურათი
პროფესორ ვინფრიდ ბოედერის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ვინფრიდ ბოედერის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი  მიძღვნილი  საიუბილეო  ღონისძიება გაიმართა. გამოჩენილი გერმანელი ქართველოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი ვინფრიდ ბოედერი  ხუთ ათეულ წელზე მეტია იღვწის ქართველოლოგიური დარგების განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის. პროფესორ ვინფრიდ ბოედერის სახელს უკავშირდება კავკასიოლოგიური ლიტერატურის უმდიდრესი ბიბლიოგრაფიის შექმნა, ქართული ლინგვისტური ნაშრომის თარგმნა გერმანულ ენაზე, წლების განმავლობაში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობით ოლდენბურგის უნივერსიტეტში კავკასიურ ენობრივ პრობლემებზე სიმპოზიუმების ჩატარება.
ნახვა »
3/აპრილი/2017
12 სურათი
თსუ სტუდენტების წარმატება იმიტირებული სასამართლო პროცესის სტუდენტთა ტურნირის ფინალურ ტურში
საქართველოს შსს აკადემიაში ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის სტუდენტთა ტურნირის ფინალში გამარჯვება მოიპოვეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდებმა. ინდივიდუალურად, სხვადასხვა პოზიციის საუკეთესოდ დაცვისა და გამოსვლისთვის კი დაჯილდოვდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები. ფინალის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს აკადემიური ჯილდოები გადასცეს გაეროს ქალთა ფონდმა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის სახელმწიფო ფონდმა, თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კი ორი საუკეთესო მონაწილე საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სკოლაში მონაწილეობით დაასაჩუქრა.
ნახვა »
3/აპრილი/2017
4 სურათი
საჯარო დისკუსია აუტიზმთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნიევრსიტეტში საჯარო დისკუსია გაიამართა. დისკუსია შეეხებოდა აუტიზმთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს. შეხვედრაზე ისაუბრეს ნეიროფსიქოლოგებმა: თამარ გაგოშიძემ , მარიამ ხვადაგიანმა, შორენა მამუკაძემ და ანა ყარაულაშვილმა. საუბრის ძირითადი თემები იყო: კომპიუტერული ტექნიკა და უცხოენოვანი მულტფილმების გავლენა კომუნიკაციის განვითარებაზე; აუტისტური სპექტრის აშლილობის გავრცელების მომატების მიზეზები; აუტისტური სპექტრის აშლილობის შესაფასებელი დიაგნოსტიკური სირთულეები; აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე გარდატეხის ასაკისა და ზრდასრული პირების პრობლემები.

ნახვა »
31/მარტი/2017
4 სურათი
საჯარო ლექცია "მულტიკულტურალიზმის აზერბაიჯანული მოდელი"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლის მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში პროფესორ ქამალ აბდულას (აბდულაევის) საჯარო ლექცია „მულტიკულტურალიზმის  აზერბაიჯანული მოდელი“ გაიმართა.
ნახვა »
30/მარტი/2017
8 სურათი
„Wings for Life“-ს დამფუძნებელი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მსოფლიო რბენის „Wings for Life“-ის ფონდის დამფუძნებელი ჰაინც კინიგადნერი შეხვდა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ  ჩხენკელი, მსოფლიო მარათონის კეთილი ნების ელჩები საქართველოში, სტუდენტები. შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა და კეთილი ნების ელჩებმა ისაუბრეს მსოფლიო მარათონის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, თითოეული მონაწილის წვლილზე საქველმოქმედო ღონისძიებაში.
  

ნახვა »
« 1 ... 177 178 179 180 181 ... 198 »