ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 176 177 178 179 180 ... 198 »
10/აპრილი/2017
5 სურათი
"ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნის ტრადიციები და სტუდენტების შთაბეჭდილებები"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში ღონისძიება "ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნის ტრადიციები და სტუდენტების შთაბეჭდილებები" გაიმართა. ღონისძიების პირველი ნაწილი სომხურენოვანი სტუდენტების პრეზენტაციას დაეთმო, რომლებიც 21 მარტს, მარნეულში ნოვრუზ ბაირამის ტრადიციულ აღნიშვნას შეუერთდნენ. ღონისძიების მეორე ნაწილში აზერბაიჯანულენოვანმა სტუდენტებმა თავიანთი ეროვნული დღესასწაულის ტრადიციების შესახებ ისაუბრეს. ინტერკულტურულ ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო შემაჯამებელი ვიდეორგოლი მარნეულში გამართული ზეიმის შესახებ.
ნახვა »
10/აპრილი/2017
6 სურათი
წიგნის ,,მოგზაურობა წმინდა ქალაქს იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზედ’’ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში პეტრე კონჭოშვილის წიგნის - "მოგზაურობა წმინდა ქალაქს იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზედ" პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომში წარმოადგენილია ცნობილი საეკლესიო მოღვაწის პეტრე კონჭოშვილის (1836-1909) ,,მოგზაურობა’’. წიგნში შესავალი წერილები და კომენტარები დაურთო ვაჟა კიკნაძემ.


ნახვა »
7/აპრილი/2017
15 სურათი
„9 აპრილი ჩვენი ტკივილი“
7 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ 9 აპრილი ჩვენი ტკივილია“ გაიმართა.  თსუ ეთნიკურად აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა საქართველოს უახლესი ტრაგიკული ისტორია გაიხსენეს. ღონისძიებას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანი გაფრინდაშვილი, პროფესორები, სტუდენტები, და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიება უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებმა მოაწყვეს, რომლებმაც თავი მოუყარეს  თანამოქალაქე აზერბაიჯანელებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოებიდან, კულტურის მოღვაწეებს, ვისთვისაც საქართველო სამშობლოა და ერთად ტკივათ წარსულში გადატანილი ტრაგიკული დღეები.
 
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო 9 აპრილის კადრები. სიტყვით გამომსვლელებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილ გმირებს.
ნახვა »
6/აპრილი/2017
9 სურათი
შეხვედრა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე,  მიხეილ ჩხენკელი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს, დეივიდ გორდონს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ  სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელი სიობან ფითსპათრიკი,   განათლების ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ქალბატონი  თამარ სანიკიძე და  ცენტრის წარმომადგენლები, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე,  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი,  პროფესორი ნინო ჩიხლაძე და თსუ პროფესორები ნინო ოკრიბელაშვილი, თამარ კეზელი და პაატა იმნაძე.

შეხვედრაზე  განიხილეს მედიცინის ფაკულტეტის პროგრამები, ისაუბრეს თსუ-ს ინტერნაციონალიზაციისა და სამედიცინო განათლების განვითარების პერსპექტივებსა და ახალ გამოწვევებზე.
ნახვა »
5/აპრილი/2017
22 სურათი
აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა. თსუ ბიბლიოთეკასა და მუზეუმში მოეწყო გიორგი ახვლედიანის ნაშრომების, ფოტო და საარქივო მასალების გამოფენა. ქართული ენათმეცნიერების ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი ახვლედიანის იუბილესთან დაკავშირებით ასევე გაიმართა კონფერენცია. კონფერენციაზე ქართველმა მეცნიერებმა წარმოადგინეს მოხსენებები, ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი „გიორგი ახვლედიანი.“


  

   




ნახვა »
4/აპრილი/2017
29 სურათი
დასაქმების ფორუმი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა. 70-ზე მეტმა კერძო და საჯარო სექტორის დამსაქმებელმა გააცნო და შესთავაზა თსუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვა შესაძლებლობები.ფორუმის მონაწილე დამსაქმებლები წარმოადგენენ საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროებს, მსხვილ სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელებს, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებს, სხვადასხვა პროფილის საკონსულტაციო და კვლევით ორგანიზაციებს. კერძო კომპანიების გარდა, ღონისძიებაზე წარმოდგენილები იყვნენ საჯარო სფეროს დამსაქმებლებიც: სამინისტროები და სხვა საჯარო სამსახურები, მათდამი დაქვემდებარებულ სტუქტურებთან ერთად.    
   




ნახვა »
« 1 ... 176 177 178 179 180 ... 198 »