ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 175 176 177 178 179 ... 198 »
20/აპრილი/2017
10 სურათი
ღონისძიება “Startup Beats “ თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებული სტარტაპერის შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან. შეხვედრა ჩატარდა ინოვაციების სააგენტოს Startup Beats - ის პროგრამის ფარგლებში. დამსწრეებს კომპანია ლივინგსტონის დამფუძნებელმა ვახო ვახტანგიშვილმა სემინარი ჩაუტარა, რომელმაც ლივინგსტონის დაწყების და განვითარების ისტორიაზე ისაუბრა.

ნახვა »
19/აპრილი/2017
22 სურათი
მოძრაობის „არა ბარბარიზმებს“ ღონისძიება -აქცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოძრაობის „არა ბარბარიზმების“ ფარგლებში გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ჯილდო პირველად გადაეცათ სპორტულ ჟურნალისტ ნიაზ მამრიკიშვილს, საზოგადო მოღვაწეს, კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძეს, უცხოელ ქართველოლოგს, ლონდონის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს დონალდ რეიფილდს და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულებას ტოშიო კაიტანის. გამარჯვებულები უნივერსიტეტის პროფესორებისგან და საზოგადო მოღვაწეებისგან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა. ღონისძიებაზე შეჯამდა ბარბარიზმების წინააღმდეგ მიმართული მაისურების აქცია, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელშიც ბევრმა მოქალაქემ, პროფესორ-მასწავლებელმა, სტუდენტმა, კურსდამთავრებულმა, სკოლის მოსწავლემ და მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. მაისურების აქციის გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ 10 სხვადასხვა ნომინაციაში.  დასასრულს გაიმართა „ბარბარიზმების გადაყრის“ ცერემონია.    
 



ნახვა »
12/აპრილი/2017
8 სურათი
მხატვრული კითხვის კონკურსი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, თსუ ახალგაზრდულ ცენტრში გამართა მხატვრული კითხვის კონკურსი სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტების მონაწილეობით. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა სტუდენტმა. კონკურსის დასკვნით ეტაპზე ჟიურიმ გამოავლინა 5 საუკეთესო კონკურსანტი (ლეილა აქპეროვა, რიჩარდ ბაირამოვი, მანდარ სარდაროვი, სირანუშ გასპარიანი, შენაიატ სადიკოვი), რომლებიც სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა მადლობის სიგელები და კლასიკური პოეზიის წიგნები. კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა წაიკითხეს კლასიკური და თანამედროვე ქართველი პოეტების საუკეთესო ნიმუშები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები.
ნახვა »
11/აპრილი/2017
5 სურათი
თსუ დელეგაციის ვიზიტი შპაიერისა და კიოლნის უნივერსიტეტებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ბერიშვილი და თსუ-სა და კიოლნის უნივერისტეტის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი, თსუ-ს სტუდენტური ომბუდსმენი მარიო შიუტცე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში, შპაიერისა და კიოლნის უნივერსიტეტებში იმყოფებოდნენ. კიოლნის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ მიიღო. თსუ დელეგაციის წარმომადგენლებს შპაიერისა და  კიოლნის უნივერსიტეტების რექტორებმა და პარტნიორმა პროფესორებმა უმასპინძლეს. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს როგორც არსებული ერთობლივი სამაგიტრო პროგრამების განვითარების, ასევე თსუ-სა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები.

ნახვა »
11/აპრილი/2017
15 სურათი
კრებულის „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრებულის „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებს შეეხება. პუბლიკაციაში თავმოყრილია ინფორმაცია და დოკუმენტური მასალები დამფუძნებელი კრების 1919 წლის 14-16 თებერვლის არჩევნების, 1919 და 1920 წლის  დამატებითი არჩევნების შესახებ. კრებული, საარქივო დოკუმენტებისა და პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილი მასალების გამოყენებით, მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ.  ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) პუბლიკაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გამოიცა.
ნახვა »
11/აპრილი/2017
16 სურათი
წიგნის "ჟურნალისტიკა" მე-2 გამოცემის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის "ჟურნალისტიკა" მე-2 გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. „ჟურნალისტიკა“-ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროექტია. წიგნის შექმნისა და გამოცემის იდეა თანამედროვე გლობალურ სივრცეში მედიის როლით, თანამედროვე სასწავლო მასალის ქართულ ენაზე არსებობის აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. წიგნი შექმნილია ცხრა უნივერსიტეტის 13 პროფესორის, მათ შორის ფრანგი კოლეგის, ავტორობით. წიგნში საუბარია ჟურნალისტიკისათვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა მედია და საზოგადოება; სიტყვის თავისუფლების ასპექტები; ჟურნალისტიკა, როგორც სისტემა; საზოგადოებასთან ურთიერთობა და მედია; მედიასაშუალებები და გლობალიზაცია; მედიასაშუალებების ეკონომიკური მოდელები; ჟურნალისტიკა, როგორც პროფესია და სხვა.
ნახვა »
« 1 ... 175 176 177 178 179 ... 198 »