ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 174 175 176 177 178 ... 198 »
23/აპრილი/2017
21 სურათი
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო თსუ წიგნების მაღაზიათა ქსელმა Scripta Manent. ფესტივალის ფარგლებში თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტის გამოცემის ორტომეულის "ახალი ქართული ენა" პრეზენტაცია გაიმართა.
ნახვა »
21/აპრილი/2017
10 სურათი
საადი შირაზელის ხსოვნის მსოფლიო დღე თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ირანისტიკის კათედრამ, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან, მის კულტურის განყოფილებასთან ერთად 21 აპრილს ირანელი პოეტის საადი შირაზელის (XII-XIIIსს.) ხსოვნის მსოფლიო დღე აღნიშნა. ღონისძიებაზე ნომადი ბართაიას და ალექსანდრე ელერდაშვილის მიერ შედგენილი საადი შირაზელის იგავების, ყაზალების, რობაიების თარგმანის პრეზენტაცია გამართა.


ნახვა »
21/აპრილი/2017
9 სურათი
მემორანდუმი თსუ-სა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციების ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირების მიზნით თსუ-სა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ მოაწერეს.
ნახვა »
20/აპრილი/2017
16 სურათი
„ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“
ევროპული კვლევების საბჭოს 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) რეგიონული კვირეული „ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი:საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“ გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ERC-ის კვირეული მიზნად ისახავს: საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მონაწილეობის გაზრდას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ ადმინისტრირებულ კონკურსებში; დაფინანსების შესაძლებლობებისა და გამოწვევების ერთობლივი ანალიზისთვის ERC-ის ოფიციალურ პირებს, ევროპული კვლევების საბჭოს გრანტიორებს, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების გამოჩენილ მეცნიერებსა და რეგიონის მაღალი დონის ოფიციალურ პირებს შორის დიალოგის ხელშეწყობას, გამოცდილების გაზიარებას; ინტერაქციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) წარმომადგენლებთან.
ნახვა »
20/აპრილი/2017
6 სურათი
თსუ-ში მეორე კვების ობიექტი გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე კვების ობიექტი გაიხსნა, რომელიც თსუ პირველი კორპუსის ეზოში მდებარეობს. უკვე ამოქმედებულია კვების ობიექტი თსუ X (მაღლივი) კორპუსში. ობიექტი, ძირითადად თსუ მაღლივი კორპუსის, ბიოლოგების კორპუსის და ბიბლიოთეკის სტუდენტებსა და თანამშრომლებს უზრუნველყოფს. კვალიფიციურ პერსონალთან ერთად სტუდენტებს და თსუ თანამშრომლებს ტურიზმის პროფესიული პროგრამის სტუდენტები ემსახურებიან. კვების ობიექტზე თსუ სტუდენტებიც დასაქმდებიან.

ნახვა »
20/აპრილი/2017
8 სურათი
საჯარო ლექცია „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე - მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის Erasmus + პროგრამის, ჟან მონეს პროექტის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის არჩილ ყარაულაშვილის საჯარო ლექცია „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე - მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“ გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიების სტუმრებს პროფესორი გაგა გაბრიჩიძე  და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში თამარ ხუნწარია მიესალმა. საჯარო ლექცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
ნახვა »
« 1 ... 174 175 176 177 178 ... 198 »