ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 173 174 175 176 177 ... 198 »
27/აპრილი/2017
14 სურათი
"დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავსადმი მიძღვნილი რეგიონული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ამერიკისმცოდნეობის მე-5 ყოველწლიური რეგიონული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თსუ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ორგანიზებული „ამერიკის დღეები 2017“-ის ერთ-ერთი ნაწილია.


ნახვა »
26/აპრილი/2017
9 სურათი
სახელმძღვანელოების პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოების: დევიდ ნ. უეილი-„ეკონომიკური ზრდა“; აგნეს ბენასი-კუერი, ბენუა კიური, პიერ ჟაკი, ჟან პისანი-ფერო-„ეკონომიკური პოლიტიკა (თეორია და პრაქტიკა)“ ქართული თარგმანებისა და ასევე ახალი ქართული სახელმძღვანელოს -„ინფორმატიკა ეკონომიკასა და ბიზნესში (პრაქტიკუმი)“ პრეზენტაცია გაიმართა. ქართული სახელმძღვანელო პროფესორ დემურ სიჭინავას რედაქციით გამოიცა.
ნახვა »
24/აპრილი/2017
21 სურათი
ადმინისტრაციული პერსონალის პირველი საერთაშორისო კვირეული თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში ადმინისტრაციული პერსონალის პირველი საერთაშორისო კვირეული გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას 5 ევროპული ქვეყნის 10 უნივერსიტეტის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო კვირეულის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში თანამედროვე გამოწვევების განხილვა და მონაწილეებს შორის უნივერსიტეტის ინტერნაზიონალიზაციისა და საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტის საკითხებზე გამოცდილების გაზიარება. ღონისძიება თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიამართა.
ნახვა »
24/აპრილი/2017
6 სურათი
„Rustaveli-DAAD“-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტებისთვის „Rustaveli-DAAD“-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის გაცნობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების  მიღებაში, აგრეთვე, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.

ნახვა »
24/აპრილი/2017
6 სურათი
ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება აბრეშუმის გზის ქვეყნებში; თანამშრომლობა ერთობლივი ფუნდამენტური კვლევების განვითარებისთვის; მულტიეროვნული კვლევითი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება; აკადემიური გაცვლითი პროგრამების შექმნა და მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობა.
ნახვა »
24/აპრილი/2017
9 სურათი
ჯგუფი "ფრანის" სოლო კონცერტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ჯგუფი "ფრანის" სოლო კონცერტი გაიმართა.


ნახვა »
« 1 ... 173 174 175 176 177 ... 198 »